სოფელ ხელთუბნის ახალ საბავშვო ბაღში სწავლას 200-მდე აღსაზრდელი შეძლებს

659

გორის მუნიციპალიტეტში კიდევ ერთი საბავშვო ბაღის ახალი შენობა გაიხსნება. ამის შესახებ რადიო მოზაიკა წერს.

სამუშაოები რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდის თანადაფინანსებით მიმდინარეობს, რაზეც მილიონ ლარამდე იხარჯება.

“სოფელ ხელთუბანში სააღმზრდელო დაწესებულებას სრული რეაბილიტაცია უტარდება. ახალ შენობაში სწავლას 200 – მდე აღსაზრდელი შეძლებს. ახალი საბავშვო ბაღი 6 ჯგუფზეა გათვლილი და თანამედროვე სტანდარტებს დააკმაყოფილებს. დაგეგმილია როგორც შენობის სრული განახლება და კომუნიკაციების მოწყობა, ასევე, ეზოს მოწესრიგება”, – ნათქვამია გორის მერიის მიერ გამოქვეყნებულ ინფორმაციაში.

ხელთუბნის ახალ საბავშვო ბაღში, ადგილობრივ ბავშვებთან ერთად, თორტიზაში მცხოვრები ბავშვებიც შეძლებენ სწავლას. ამ დრომდე ხელთუბნის ბაღის 3 ჯგუფი დროებით ფართში ფუნქციონირებს. მომავალი სასწავლო წლიდან კი მათ თანამედროვე სტანდარტების კეთილმოწყობილი შენობა ექნებათ.