გულგუნ მამედხანოვას მარნეულის მერიის“ახალგაზრდა იდეების კონკურსში“ გამარჯვებული პროექტი „მართე ნარჩენები, დაიცავი გარემო“ს ფარგლებში განხორციელებული წერის კონკურსი დასრულდა. ამის შესახებ რადიო მარნეული წერს.
კონკურსი 5 ივნისს, მოსფლიო გარემოს დაცვის დღესთან დაკავშირებით, გულგუნ მამედხანოვამ და რაჰიბ სეიდოვმა დააორგანიზეს.
კონკურსში 3 გამარჯვებული გამოვლინდა. გარემო, არსებული პრობლემები და მათი მოგვარების გზების თემაზე, გულლუ ალიევას და ჯანან ბოზმამედოვას მიერ დაწერილი მასალები ფეისბუქზე ლაიქების მეშვეობით გამოვლინდნენ. ზეინაბ ასკეროვას მასალა კი ჟიურის მიერ შეფასდა და პირველობა მოიპოვა.
კონკურსის გამარჯვებულებს ახლო დღეებში ორგანიზატორების მიერ სხვადასხვა სიმბოლური საჩუქრები გადაეცემათ.
აღსანშნავია რომ კონკურსის სპონსორები არიან სოციალური საწარმო “Zero Effect” და ფიზიკური პირი ანარ აღაიაროვი.