ხულოს მუნიციპალიტეტში ტურისტული საავტომობილო გზის რეაბილიტაცია მიმდინარეობს

317

ხულოს მუნიციპალიტეტში ტურისტული მნიშვნელობის საავტომობილო გზის რეაბილიტაცია მიმდინარეობს. ამის შესახებ ინფორმაციას ტვ25 ავრცელებს.

საგზაო ინფრასტრუქტურული პროექტი გოდერძის უღელტეხილი-მწვანე ტბა-დიდაჭარის 4 ათას 250 მეტრ მონაკვეთზე მიმდინარეობს. იგეგმება, არმირებული წესით, ცემენტო-ბეტონის საფარის დაგება.

ამ ეტაპზე, საყრდენი კედლების, სანიაღვრე არხების და პორტალებით მილების მოწყობა ხორციელდება. რეაბილიტირებული გზით, მწვანე ტბიდან შავ ტბამდე ვიზიტორები და ადგილობრივები კომფორტულ გადაადგილებას შეძლებენ.