დღეს, 18 ივნისს, საკრბულოს სხდომაზე მარნეულის მუნიციპალიტეტის 2021 წლის პირველი კვარტლის ანგარიში წაადგინეს. საკითხი განსახილველად მერიის საფინანსო საბიუჯერო სამსახურის უფროსმა, ვუგარ მამედოვმა გამოიტანა, აღნიშნა, რომ პირველ კვარტალში, სამ თვეში, ადგილობრივმა თვითმმარველობამ 5 547 000-მდე ლარი გაიხარჯა. ამის შესახებ რადიო მარნეული წერს.
„აქედან შრომის ანაზღაურებაზე 875 039 ლარი, სუბსიდიის მუხლით 2 116 000 ლარი, გრანტის მუხლით 45 000 ლარი, სოციალური უზრუნველყოფის მუხლით, 614 000 ლარი, ხოლო არაფინანსური აქტივების ზრდის მუხლით 587 800 ლარი. ორგანიზაციული ქონების მიხედვით, მარნეულის მერიამ პირველი კვარტილის მიხედვით გახარჯა 1 35 000 ლარი, საკრებულომ 365 000 ლარი, სამხედრო განყოფილებამ 40 410 ლარი, სარეზერვო ფონდიდან გაიხარჯა 17 300 ლარი“
ვუგარ მამედოვმა აღნიშნიშნა, რომ იანვარში, თებერალსა და მარტში, ინფრასტრუქტურული პროექტებიდან გზების მოვლა-შენახვის კუთხით სულ 29 000 ლარამდე, გზების მშენებლობა რეაბილიტაციის კუთხით კი 76 500 ლარამდე თანხა გაიხარჯა.
“სასმელი წყლის ექსპლუატაციის მიზნით, შპს „სოფწყალისთვის“ გახარჯულია 371 140 ლარი, სასმელი წყლის რეაბილიტაციაზე 410 000-მდე ლარი, საკანალიზავიო და სანიაღვრე სისტემების განვითარება, მოვლა-შენახვა და რეაბილიტაციაზე 245 000 ლარი. გარე-განათების მოვლა-შენახვაზე და რეაბილიტაციაზე, 439 500 ლარამდე თანხა. რაიონის კეთილმოწყბაზე 80 35 000 ლარი, დასუფთავება 400 000-მდე ლარი, განათლების კუთხით 661 000-მდე ლარი, სოციალური დაცვის მუხლიდან გახარჯულია 561 000 ლარი (ოპერაციებზე და მედიკამენტებზე სოციალრად დაუცველ მოქალაქეებზე 397 000 ლარი არის გახარჯული, ერთჯერადი დახმარების მიზნით კი გაიხარჯა 164 000 ლარი“ – თქვა ვუგარ მამედოვმა.
აღსანიშნავია, რომ მარნეულის 2021 წლის ბიუჯეტი ჯამში 44 მილიონზე მეტია.
დღევანდელ საკრებულოს სხდომაზე სულ ორი საკითხი განიხილეს. ორივე მათგანზე დადებითი გადაწყვეტილება მიიღეს.