ველისციხის რეაბილიტაციის პროექტი დასრულდა და სამუშაოების შესრულებაზე ტენდერი უკვე გამოცხადდა. რეაბილიტაციის ბიუჯეტის პროექტი 30 000 მილიონი ლარია. ამის შესახებ ინფორმაციას კახეთის ხმა ავრცელებს.
პროექტი კომპანია „ამხანაგობა 21“-მა მოამზადა, ხოლო პროექტის დამკვეთი საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდია, რომელსაც აზიის განვითარების ბანკი აფინანსებს.
სატენდერო დოკუმენტაციის მიხედვით, ველისციხეში საზოგადოებრივი პარკის, თეატრის შენობისა და დაახლოებით 55 სახლის რეაბილიტაცია იგეგმება, რომელიც ერთი საფეხმავლო ქუჩის გარშემოა. ცენტრალური ქუჩა საფეხმავლო ქუჩად გადაკეთდება, რეაბილიტირდება ცენტრალური პარკი, პარკში განლაგდება მზის პანელები, მოეწყობა ფანჩატური, ტრენაჟორები, ბილიკები, განათება.
დოკუმენტაციის მიხედვით, გათვალისწინებულია სკეიტ-პარკის და მრავალფუნქციური შენობის მოწყობა. შესაბამსად პროექტი ითვალისიწნებს ავტოსადგომების მოწყობას როგორც დიდი ავტობუსებისთვის, ასევე ავტომობილებისთვის. უკვე შერჩეულია ადგილიც – სოფლის აღმოსავლეთ ნაწილიში, მდინარე ჭერმისხევის ახლოს. პარკში გათვალისწინებულია ღია სპორტული მოედნები, დახურული სპორტული დარბაზი, გამწვანება. გათვალისწინებულია 12 სადგომი ავტობუსისთვის და 66 სადგომი ავტომანქანისთვის.
პროექტის ფარგლებში, ველისციხე ძველ არქიტექტურულ მიმზიდველობას დაიბრუნებს და როგორც მის გენგეგმაშია გაწერილი შეიქმნება ცენტრი მიწისქვეშა გვირაბებითა და კაფე-ბარებით, მარნებითა და მეღვინეობის ცენტრით.