სოფელ ფონიჭალაში საგზაო ინფრასტრუქტურის მოწესრიგება გრძელდება. კრწანისის გამგეობის ინფორმაციით, სამუშაოების ფარგლებში აღმაშენებლის ქუჩაზე ასფალტის ახალი საფარი 1200 კვ.მ-ზე იგება.
"კრწანისის რაიონის გამგეობა სოფელ ფონიჭალაში ეტაპობრივად ახორციელებს გრუნტის ძველი გზის ახალი გზებით ჩანაცვლებას, სადაც ასფლატის საფარი სრულად წესრიგდება.
ბოლო წლების განმავლობაში კრწანისში საგზაო ინფრასტრუქტურა 196,000 კვ.მ -ზე მოწესრიგდა", - აცხადებენ გამგეობაში.
ისნის რაიონის გამგეობამ, ინფრასტრუქტურული პროექტის ფარგლებში, გაბრიელ სალოსის გამზირის N102-N104 - ის შიდა ეზოს კეთილმოწყობა დაასრულა.
გამგეობის ინფორმაციით, სამუშაოების შედეგად მოეწყო სანიაღვრე სისტემა და 1554 კვ.მ. ფართობზე ასფალტის საფარი დააგო.
პროექტი ისნის გამგეობის ბიუჯეტიდან 80846 ლარით დაფინანსდა.
გლდანის რაიონში, ჯანსაღი ცხოვრების ხელშეწყობის მიზნით, სპორტული სივრცეების მოწყობა-რეაბილიტაცია გრძელდება. ამჯერად, სპორტული მოედნების დაზიანებული ინვენტარის აღდგენა 3 მისამართზე მიმდინარეობს, 8 მისამართზე კი დასრულდა.
"მეორე მიკრორაიონის N31 კორპუსის მიმდებარედ, მეოთხე მიკრორაიონის N91 კორპუსებთან, ასევე, ზაჰესში, ცქიტიშვილის N30 კორპუსთნ არსებულ მოედნებზე დაზიანებული ინვენტარი იცვლება.
წლის განმავლობაში, სხვადასხვა მისამართზე სპორტული მოედნების რეაბილიტაციისთვის ჯამში, 317 776 ლარი დაიხარჯება.
სპორტული მოედნების რეაბილიტაციის სამუშაოებს ტენდერში გამარჯვებული შპს ,,ჯორჯიან...
აჭარის მთიანეთში, ყველაზე ცნობილი ტურისტული ადგილი - მახუნცეთი, სეზონს უცვლელი, მოუწესრიგებელი ინფრასტრუქტურით ხვდება. შელახულ საშეშეებს, საქათმეებს, მაცივრებს აქ, პარკში ბევრ ადგილზე შეხვდებით. ამასთან, ფუქნცია აქვს დაკარგული საზაფხულო ტეატრის შენობაც. არადა ქედას ტურისტები ხშირად სტუმრობენ. ერთადერთი, რაც იქ დამთვალიერებლისთვის მიმზიდველი და სანახავი რჩება ჩანჩქერი და „თამარის ხიდია“. ინფორმაციას TV25 ავრცელებს.
იმის მიუხედავად, რომ მახუნცეთს ყოველდღიურად უამრავი ვიზიტორი სტუმრობს, წინა წლების მსაგვსად,...
2 მილიონი ლარის ტენდერი, რომელიც მთავრობის დაქვემდებარებაში არსებულმა “ოუფენ ნეტმა” აპრილში გამოაცხადა, ჩაიშალა. ამ თანხით ქობულეთის რაიონში 47 კილომეტრის სიგრძის ოპტიკურ-ბოჭკოვანი კაბელების გაყვანა იყო გათვალისწინებული. ტენდერს ერთადერთი მონაწილე “პარვუს ჯგუფი” ჰყავდა, თუმცა კომპანია დისკვალიფიცირებულია. ტენდერიდან მისი მოხსნის შემდეგ ახალი შესყიდვა გამოცხადდა, რომლის სავარაუდო ღირებულება 2 მილიონიდან 2.3 მილიონ ლარამდე გაიზარდა. ამის შესახებ ბიზნეს მედია წერს.
ტენდერის თანახმად, გამარჯვებულმა კომპანიამ ქობულეთის...
ბორჯომის სოფელ სადგერში მცხოვრები მოსახლეობა მაღალი ძაბვის ელექტროგადამცემი ბოძების მათი ნაკვეთებიდან გატანის თაობაზე, დღეს, 22 ივნისს ადგილობრივ თვითმმართველობას წერილობით მიმართავს. მათი თქმით, თუ პრობლემის მოგვარებაში ბორჯომის მერია არ დაეხმარება, მაშინ საჩივარს სასამართლოში შეიტანენ. ინფორმაციას სამხრეთის კარიბჭე ავრცელებს.
„ჩვენი მოთხოვნაა გაიტანონ ყველა ბოძი, ყველას ნაკვეთიდან, დღეს არც მერი და არც მისი წარმომადგენელი არ მოსულა. წერილს დავწერთ და მოვითხოვთ სასწრაფოდ განიხილონ ჩვენი...
მოუწესრიგებელი სანაპირო და საგზაო ინფრასტრუქტურა სარფში. ტურისტული სეზონი ოფიციალურად რამდენიმე დღის წინ გაიხსნა, თუმცა იქ, დამთვალიერებლებისთვის მიმზიდველი არაფერია. ინფორმაციას TV25 ავრცელებს.
პლაჟზე დღემდე არ არის საშხაპეები, გასახდელები, მიმდებარე ტერიტორიაზე ვერ იპოვით სველ წერტილს, სანაპირო კი ბალახითაა დაფარული. გზაზე გადააგილება კი დაზიანებული დამცავი ბადეების გამო საფრთხის შემცველია.
გარდა საპლაჟო ინფრასტრუქტურისა, გაუმართავია სხვა ტურისტული სანახაობებიც. ყველაფერ ამას ემატება ისიც, რომ სარფის კლდეზე დამცავი...
საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტროს ინფორმაციით, იუნესკო-ს უცხოელ ექსპერტთა ჯგუფი გელათში არსებულ მდგომარეობას 23-30 ივნისს ადგილზე შეისწავლის.
მათივე ცნობით, ისინი ერთი კვირის მანძილზე გელათის ძირითად ტაძარზე 2008 წელს შედგენილი პროექტის მიხედვით ჩატარებული გადახურვის სამუშაოების დროს დაშვებულ ხარვეზებს შეისწავლიან და შესაბამის რეკომენდაციებს გასცემენ.
როგორც უწყებაში აცხადებენ, ექსპერტები ასევე შეისწავლიან კედლის ფერწერის დაზიანებულ ნაწილებს, რის შემდეგაც ზიანის გამოსწორების მიზნით, სამოქმედო გეგმა დაისახება.
„საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის...
დღეს აჭარის მთავრობის სხდომაზე მთავრობის თავმჯდომარემ, თორნიკე რიჟვაძემ, განახლებული ბიუჯეტი განიხილა. ამის შესახებ ინფორმაციას აჭარის მთავრობა ავრცელებს.
მათივე ინფორმაციით, უპრეცედენტო მოცულობის ბიუჯეტი ითვალისწინებს სწრაფ ეკონომიკურ აღმავლობას, სტრატეგიულად მნიშვნელოვანი და მასშტაბური პროექტების გაგრძელებას და გაფართოებას ყველა მიმართულებით, ყველა მუნიციპალიტეტში.
„ამასთან, განათლება კვლავ რჩება პრიორიტეტად. აჭარის განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს ბიუჯეტი 9 826 500 ლარით გაიზრდება და 63 901 000 ლარს შეადგენს. გაგრძელდება საგანმანათლებლო...
ნაძალადევის რაიონში კორპუსების სახურავების რეაბილიტაცია მიმდინარეობს.
გამგეობის ინფორმაციით, სარეაბილიტაციო სამუშაოები უკვე დასრულდა გურამიშვილის გამზირი N33-ში.
"აღნიშნულ კორპუსში 835 კვ.მ ფართობზე სახურავის რეაბილიტაცია განხორციელდა და 88 გრძივ მეტრზე ახალი წყალსაწრეტი მილები მოეწყო.
პროექტის ღირებულება 20 065 ლარია", - განმარტავენ გამგეობაში.
მათივე ცნობით, ინფრასტრუქტურული სამუშაოები ნაძალადევის რაიონის გამგეობის ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობების განვითარების ხელშეწყობის პროგრამის ფარგლებში შესრულდა. აღნიშნულ მისამართზე 60 ოჯახი ცხოვრობს.
ჩუღურეთის რაიონში, გორკის ქუჩის N11-ში მდებარე ავარიული საცხოვრებელი სახლის კაპიტალური გამაგრების სამუშაოები მიმდინარეობს.
გამგეობის ინფორმაციით, პროექტი „ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობების განვითარების ხელშეწყობის პროგრამის“ ფარგლებში ხორციელდება.
"პროექტის ფარგლებში, შენობის საძირკველი გამაგრდება, კედლები მოეწყობა, ფანჯრები და კარის ღიობები ლითონის ელემენტებით მოჩარჩოვდება, არმატურის ჯავშანში დაზიანებული ნაწილები აღდგება, ბზარები დამუშავდება და სპეციალური მასალით შეივსება. ასევე, მოეწყობა სეისმური სარტყელი.
სამუშაოებს, ჩუღურეთის რაიონის გამგეობის დაკვეთით, კონტრაქტორი კომპანია ასრულებს და მისი...
ახალმა პროექტმა EU4Culture საქართველოს რეგიონების ქალაქებისთვის კონკურსი გამოაცხადა, რომელიც მიზნად ისახავს ქალაქების მხარდაჭერას კულტურის განვითარების სტრატეგიების მომზადებაში.
კონკურსში მონაწილეობა შეეძლებათ საქართველოს ქალაქებს (გარდა დედაქალაქისა), რომლებიც კონკურსის პირობებს აკმაყოფილებენ. აპლიკანტებს შეუძლიათ რეგისტრაციის გავლა და წინადადებების წარდგენა გოეთეს ინსტიტუტის სააპლიკაციო პორტალზე (GAP). განაცხადების შეტანის ბოლო ვადაა 30 ივნისი.
თავდაპირველად, შეირჩევა საქართველოს ხუთი ქალაქი, რომლებიც სრული საკონკურსო განაცხადის დასაწერად 1,000 ევრომდე ოდენობის გრანტს მიიღებენ....
21 ივნისს, საქართველოს პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტმა, ნოვრუზ ბაირამის უქმე დღედ გამოცხადებაზე იმსჯელა. კანონპროეტის ავტორი მარნეულელი სამირა ბაირამოვაა, რომელიც განხლვის პროცესში მონაწილეობას არ იღებდა. როგორც თავად ამბობს, მისთვის კომიტეტის სხდომის შესახებ არავის უცნობებია. ინფორმაციას რადიო მარნეული ავრცლებს.
„მითხრეს, რომ მიზეზი თქვენი კონტაქტის არქონააო, მაგრამ დანამდვილებით შემიძლია ვთქვა, რომ ჩემი განცხადება რომ დავარეგისტრირე, პანდემიიდან გამომდინარე რეგისტრაციის წესი...
გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანია რეგიონების მასშტაბით წყალმომარაგებისა და წყალარინების სისტემების მოწესრიგებას აქტიურად აგრძელებს. საქართველოს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიის პრესსამსახურის ინფორმაციით, ამჯერად, დასრულების ფაზაშია ქალაქ ოზურგეთში ცენტრალური უბნების ნაწილის წყალმომარაგება-წყალარინების სისტემების მშენებლობა-რეაბილიტაცია.
პროექტს, სახელმწიფო ბიუჯეტიდან, 1 მილიონ ლარამდე მოხმარდება.
დღეის მდგომარეობით, წყალმომარაგების მოძველებული სისტემის გამო ხშირია დაზიანებები და მოსახლეობას წყალი შეზღუდული გრაფიკით მიეწოდება. რეაბილიტაციას საჭიროებს წყალარინების სისტემაც.
მიმდინარე სამუშაოები მოიცავს 5 ქუჩის წყალმომარაგების სისტემის რეაბილიტაციასა...
აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესმა საბჭომ დაამტკიცა 2021 წლის კორექტირებული ბიუჯეტი, რომელიც ისტორიულ მაქსიმუმზეა, გაზრდილია 25%-ით და ჯამში 414 მილიონ ლარს შეადგენს. პრაქტიკულად გათვალისწინებულია ყველა ის პრობლემა, რაც მოსახლეობას აწუხებს, - ამის შესახებ აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ, დღეს გამართულ მთავრობის სხდომაზე განაცხადა.
„მინდა მადლობა გადავუხადო აჭარის უმაღლეს საბჭოსა და საქართველოს მთავრობას პრემიერ-მინისტრის ხელმძღვანელობით და ჩვენი პარტიის ლიდერებს, ვინაიდან მათი მხარდაჭერის გარეშე შეუძლებელი...
დედაქალაქის მერიის ინფორმაციით, პირველი ივლისიდან თბილისის მეტრო და მუნიციპალური ავტობუსები მგზავრებს ჩვეულ რეჟიმში მოემსახურებიან.
როგორც მერიაში აღნიშნავენ, კვლავ ძალაში რჩება მგზავრობისას პირბადის ტარების აუცილებლობა. აღნიშნული საკითხი კი თბილისის სატრანსპორტო კომპანიის შესაბამისი სამსახურების მიერ მომავალშიც მკაცრად გაკონტროლდება.
ცნობისთვის, უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, ქვეყანაში გადაადგილებაზე არსებული აკრძალვები იხსნება, რომლის შედეგადაც, შეზღუდვა გაუქმდება დედაქალაქში მოძრავ მუნიციპალურ ტრანსპორტზეც.
ბლოგი
ტესტი
ვინ რას წყვეტს? – გაარჩიე უფლებამოსილებები
შეგიძლია, გაარჩიო, რომელ საკითხს წყვეტს ადგილობრივი ხელისუფლება და რომელს - ცენტრალური? - შეავსე ქვიზი და გაიგე, რამდენად კარგად ერკვევი მმართველობით სისტემებში.
დავიწყოთ!







































