გლდანის რაიონში სპორტული მოედნების რეაბილიტაცია 3 მისამართზე მიმდინარეობს, 8 მისამართზე კი დასრულდა

635

გლდანის რაიონში, ჯანსაღი ცხოვრების ხელშეწყობის მიზნით, სპორტული სივრცეების მოწყობა-რეაბილიტაცია გრძელდება. ამჯერად, სპორტული მოედნების დაზიანებული ინვენტარის აღდგენა 3 მისამართზე მიმდინარეობს, 8 მისამართზე კი დასრულდა.

“მეორე მიკრორაიონის N31 კორპუსის მიმდებარედ, მეოთხე მიკრორაიონის N91 კორპუსებთან, ასევე, ზაჰესში, ცქიტიშვილის N30 კორპუსთნ არსებულ მოედნებზე დაზიანებული ინვენტარი იცვლება.

წლის განმავლობაში, სხვადასხვა მისამართზე სპორტული მოედნების რეაბილიტაციისთვის ჯამში, 317 776 ლარი დაიხარჯება.

სპორტული მოედნების რეაბილიტაციის სამუშაოებს ტენდერში გამარჯვებული შპს ,,ჯორჯიან ინვესტი“ ახორციელებს”, – აცხადებენ გამგეობაში.