პარლამენტის კომიტეტმა ნოვრუზის უქმე დღედ გამოცხადებაზე ისე იმსჯელა, რომ კანონპროექტის ავტორს არ შეატყობინეს

682

21 ივნისს, საქართველოს პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტმა, ნოვრუზ ბაირამის უქმე დღედ გამოცხადებაზე იმსჯელა. კანონპროეტის ავტორი მარნეულელი სამირა ბაირამოვაა, რომელიც განხლვის პროცესში მონაწილეობას არ იღებდა. როგორც თავად ამბობს, მისთვის კომიტეტის სხდომის შესახებ არავის უცნობებია. ინფორმაციას რადიო მარნეული ავრცლებს.

„მითხრეს, რომ მიზეზი თქვენი კონტაქტის არქონააო, მაგრამ დანამდვილებით შემიძლია ვთქვა, რომ ჩემი განცხადება რომ დავარეგისტრირე, პანდემიიდან გამომდინარე რეგისტრაციის წესი შეცვლილი იყო. მაშინაც მითხრეს, რომ ტელეფონის ნომერი არ არის აქ და მაშინაც ჩავანიშნინე ჩემი მობილურის ნომერი. მას შემდეგ ერთი ათჯერ ვესაუბრე, ზუსტად იგივე საკითხზე. მივაწოდე ჩემი საკონტაქტო, მაგრამ სად წავიდა, გამოდის რომ ტყუილად მივაწოდე? არ ვიცი“ – ამბობს სამირა ბაირამოვა.

ერთ-ერთი, ვინც საკითხის განხილვას ესწრებოდა „ლელო საქართველოსთვის“ წარმომადგენელი სოფიო შამანიდია. როგორც მან რადიო „მარნეულთან“ მიცემულ ინტერვიუში აღნიშნა, კანონპროექტზე კომიტეტმა კონკრეტული გადაწყვეტილება ვერ მიიღო და საკითხის განხილვა გადაიდო.

„მე მომიწია ერთგვარად დაცვა ამ კანონპროექტის. იყო შეკითხვები კომიტეტის თავმჯდომარის მხრიდან, მაგალითად, მას აინტერესებდა და შეკითხვა იყო ასეთი, რომ რატომ უნდა დაისვენოს ადამიანმა სენაკში თუ კი ეს არ არის მისი დღესასწაული. მეორე შეკითხვა იყო ხომ არ იქნება ეს დისკრიმინაციული სხვა ეთნიკური ჯგუფების მიმართ. ასევე დაისვაკითხვა, შრომის კოდექსის მიხედვით, რამდენი დღე შეიძლება არსებობდეს კალენდარში და შეძლებენ თუ არა ტექნიკურად დაამატონ კიდევ ერთი დასვენების დღე. მე მას ავუხსენი, რომ თუ კი ჩვენ მუსლიმი მოსახლეობის 13%-ს ასვენებთ მაგალითად, წმინდა ანდრია პირველწოდებულის დღესასწაულზე, ან შობაზე”