ვის ეკუთვნის მახუნცეთი – მოუწესრიგებელი ინფრასტრუქტურა აჭარის მთიანეთში

509

აჭარის მთიანეთში, ყველაზე ცნობილი ტურისტული ადგილი – მახუნცეთი, სეზონს უცვლელი, მოუწესრიგებელი ინფრასტრუქტურით ხვდება. შელახულ საშეშეებს, საქათმეებს, მაცივრებს აქ, პარკში ბევრ ადგილზე შეხვდებით. ამასთან, ფუქნცია აქვს დაკარგული საზაფხულო ტეატრის შენობაც. არადა ქედას ტურისტები ხშირად სტუმრობენ. ერთადერთი, რაც იქ დამთვალიერებლისთვის მიმზიდველი და სანახავი რჩება ჩანჩქერი და „თამარის ხიდია“. ინფორმაციას TV25 ავრცელებს.

იმის მიუხედავად, რომ მახუნცეთს ყოველდღიურად უამრავი ვიზიტორი სტუმრობს, წინა წლების მსაგვსად, ინფატსრუქტურული კუთხით ვითარება უცვლელია. გაუღებავი საცხოვრებელი სახლების ფასადები, ამორტიზირებული დამხმარე ნაგებობები და მოუწესრიგებელი პარკი – ასეთია მახუნცეთის უცვლელი რეალობა. ტურისტების მატების პარალელურად, პარკში თვითნებურად შემოსაზღვრული ტერიტორიებიც მატულობს.

გარდა ამისა, TV25-ის ცნობით, დღემდე, უფუნქციოდ დარჩა საზაფხულო თეატრის ის, შენობაც, რომლის მოსაწყობად მერიამ ადგილობრივი ბიუჯეტიდან სოლიდური თანხა დახარჯა.