სოფელ ფონიჭალაში აღმაშენებლის ქუჩაზე გზას აგებენ

1076

სოფელ ფონიჭალაში საგზაო ინფრასტრუქტურის მოწესრიგება გრძელდება. კრწანისის გამგეობის ინფორმაციით, სამუშაოების ფარგლებში აღმაშენებლის ქუჩაზე ასფალტის ახალი საფარი 1200 კვ.მ-ზე იგება.

“კრწანისის რაიონის გამგეობა სოფელ ფონიჭალაში ეტაპობრივად ახორციელებს გრუნტის ძველი გზის ახალი გზებით ჩანაცვლებას, სადაც ასფლატის საფარი სრულად წესრიგდება.

ბოლო წლების განმავლობაში კრწანისში საგზაო ინფრასტრუქტურა 196,000 კვ.მ -ზე მოწესრიგდა”, – აცხადებენ გამგეობაში.