გაბრიელ სალოსის გამზირის N102-N104-ში ასფალტის საფარი დაიგო

381

ისნის რაიონის გამგეობამ, ინფრასტრუქტურული პროექტის ფარგლებში, გაბრიელ სალოსის გამზირის N102-N104 – ის შიდა ეზოს კეთილმოწყობა დაასრულა.

გამგეობის ინფორმაციით, სამუშაოების შედეგად მოეწყო სანიაღვრე სისტემა და 1554 კვ.მ. ფართობზე ასფალტის საფარი დააგო.

პროექტი ისნის გამგეობის ბიუჯეტიდან 80846 ლარით დაფინანსდა.