სარფში საგზაო ინფრასტრუქტურა და სანაპირო ზოლი მოუწესრიგებელია

591

მოუწესრიგებელი სანაპირო და საგზაო ინფრასტრუქტურა სარფში. ტურისტული სეზონი ოფიციალურად რამდენიმე დღის წინ გაიხსნა, თუმცა იქ, დამთვალიერებლებისთვის მიმზიდველი არაფერია. ინფორმაციას TV25 ავრცელებს.

პლაჟზე დღემდე არ არის საშხაპეები, გასახდელები, მიმდებარე ტერიტორიაზე ვერ იპოვით სველ წერტილს, სანაპირო კი ბალახითაა დაფარული. გზაზე გადააგილება კი დაზიანებული დამცავი ბადეების გამო საფრთხის შემცველია.

გარდა საპლაჟო ინფრასტრუქტურისა, გაუმართავია სხვა ტურისტული სანახაობებიც.  ყველაფერ ამას ემატება ისიც, რომ სარფის კლდეზე  დამცავი ბადეები დაზიანებულია. იგი, უამინდობისას ქვის ცვენას ვერ უმკლავდება.

რატომ არ მოემზადა ხელვაჩაურის მერია ტურისტული სეზონისთვის სათანადოდ? მერის მოადგილოე ამბობს, რომ პლაჟების კეთილმოწყობა და ინფრასტრუქტურით აღჭურვა მეიჯარეების ინტერესებში უნდა შედიოდეს. კახა ფუტკარაძის თქმით, პანდემიის გამო ჯერ ახალი ტენდერი არ გამოუცხადებიათ.