ოზურგეთში ცენტრალური უბნების მოსახლეობა წყლისა და წყალარინების განახლებული ინფრასტრუქტურით ისარგებლებს

906

გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანია რეგიონების მასშტაბით წყალმომარაგებისა და წყალარინების სისტემების მოწესრიგებას აქტიურად აგრძელებს. საქართველოს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიის პრესსამსახურის ინფორმაციით, ამჯერად, დასრულების ფაზაშია ქალაქ ოზურგეთში ცენტრალური უბნების ნაწილის წყალმომარაგება-წყალარინების სისტემების მშენებლობა-რეაბილიტაცია.

პროექტს, სახელმწიფო ბიუჯეტიდან, 1 მილიონ ლარამდე მოხმარდება.

დღეის მდგომარეობით, წყალმომარაგების მოძველებული სისტემის გამო ხშირია დაზიანებები და მოსახლეობას წყალი შეზღუდული გრაფიკით მიეწოდება. რეაბილიტაციას საჭიროებს წყალარინების სისტემაც.

მიმდინარე სამუშაოები მოიცავს 5 ქუჩის წყალმომარაგების სისტემის რეაბილიტაციასა და 4 ქუჩის კანალიზაციის სისტემის განახლებას. წყალმომარაგების ძველი, ამორტიზებული მილები ახლით იცვლება, გამრიცხველიანდება მოსახლეობა, მოეწყობა წყალარინების სატუმბი სადგური.
პროექტის დასრულების შემდეგ, დაახლოებით 120 ადამიანი წყლისა და წყალარინების განახლებული ინფრასტრუქტურით ისარგებლებს.