ნაძალადევში კორპუსების სახურავების რეაბილიტაცია მიმდინარეობს

580

ნაძალადევის რაიონში კორპუსების სახურავების რეაბილიტაცია მიმდინარეობს.

გამგეობის ინფორმაციით, სარეაბილიტაციო სამუშაოები უკვე დასრულდა გურამიშვილის გამზირი N33-ში.

“აღნიშნულ კორპუსში 835 კვ.მ ფართობზე სახურავის რეაბილიტაცია განხორციელდა და 88 გრძივ მეტრზე ახალი წყალსაწრეტი მილები მოეწყო.
პროექტის ღირებულება 20 065 ლარია”, – განმარტავენ გამგეობაში.

მათივე ცნობით, ინფრასტრუქტურული სამუშაოები ნაძალადევის რაიონის გამგეობის ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობების განვითარების ხელშეწყობის პროგრამის ფარგლებში შესრულდა. აღნიშნულ მისამართზე 60 ოჯახი ცხოვრობს.