მუნიციპალური განვითარების ფონდის დაფინანსებით, სოფელ ქვეშის საჯარო სკოლის შენობის კაპიტალური რეაბილიტაცია მიმდინარეობს. ამის შესახებ ინფორმაციას ბოლნისის მერია ავრცელებს. მათი ინფორმაციით, სამუშაოების ფარგლებში, შშმ პირებისთვის განკუთვნილი ლიფტი და საკანალიზაციო ქსელის ბიოლოგიური გამწმენდი სისტემა დამონტაჟდა. შენობაში ასევე გათბობის სისტემა, სკოლის ეზოში კი სპორტული მოედანიც მოეწყობა. ინფრასტრუქტურული პროექტის სატენდერო ღირებულება 1 100 000 ლარს შეადგენს. სოფელი ქვეშის საჯარო სკოლის შენობას რეაბილიტაცია პირველად უტარდება. სკოლაში მიმდინარე სამუშაოებს...
დედაქალაქის მერის კახა კალაძის განცხადებით, საზოგადოებრივ ტრანსპორტში პირბადის ტარება თბილისის სატრანსპორტო კომპანიის შესაბამისი სამსახურების მხრიდან მკაცრად გაკონტროლდება. ამასთანავე, როგორც კალაძემ თბილისის მუნიციპალიტეტის მთავრობის სხდომაზე აღნიშნა, გადაადგილებაზე დაწესებული შეზღუდვების მოხსნის გათვალისწინებით, დედაქალაქის მოსახლეობას საზოგადოებრივი ტრანსპორტიც ჩვეულ რეჟიმში მოემსახურება. „როგორც იცით, უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, ქვეყანაში გადაადგილებაზე არსებული აკრძალვები იხსნება, შესაბამისად, შეზღუდვა გაუქმდება დედაქალაქში მოძრავ მუნიციპალურ ტრანსპორტზეც. პირველი ივლისიდან თბილისის მეტრო, ავტობუსები, მიკროავტობუსები მგზავრებს ჩვეულ...
დედაქალაქის მერის კახა კალაძის განცხადებით, მერიის მიერ განხორციელებულ დახმარებების პროგრამებს ხაზს იმიტომ უსვამს, რომ ხშირად მერიის სამსახურების და თანამშრომლების დისკრედიტაცია მიმდინარეობს, „თითქოს მუნიციპალიტეტი ადამიანებს არ ეხმარება“. ამის შესახებ კალაძემ დედაქალაქის მთავრობის სხდომაზე განაცხადა. „სოციალურ, ჯანდაცვის მიმართულებას და დახმარებების პროგრამას, რომელიც გვაქვს, ხაზს ვუსვამ იმიტომ, რომ სამწუხაროდ, ძალიან ხშირია შემთხვევები, როდესაც ხდება მიზანმიმართული დისკრედიტაცია ჩვენი სამსახურების, თანამშრომელების, რომ თითქოს მუნიციპალიტეტი არ ეხმარება ადამიანებს, არ...
დავიწყეთ ანგარიშის ჩაბარება დედაქალაქის მოსახლეობისთვის იმის შესახებ, რა გაკეთდა ბოლო წლების განმავლობაში - ეს ყველაფერი მიუთითებს, რომ ჩვენ ვართ დედაქალაქის პასუხისმგებლიანი მთავრობა, - ამის შესახებ თბილისის მერმა, კახა კალაძემ დედაქალაქის მთავრობის სხდომაზე განაცხადა. როგორც კალაძემ აღნიშნა, თბილისის მერია ვალდებულია, მოსახლეობას სრულყოფილი ინფორმაცია მიაწოდოს. „მიუხედავად იმისა, რომ მთელი ამ წლების განმავლობაში მოსახლეობას ყოველთვის ვაწვდიდით ინფორმაციას კონკრეტულ პროექტებთან და რეფორმებთან დაკავშირებით, ჩვენ მაინც ვალდებული ვართ, (რადგან...
ზესტაფონის მუნიციპალიტეტში, ტყლაპივაკე-სასახლის დამაკავშირებელი გზის სარეაბილიტაციო სამუშაოები მიმდინარეობს. ზესტაფონის მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციით, სამუშაოები დღეს ზესტაფონის საკრებულოს თავმჯდომარემ ვახტანგ ღამბაშიძემ დაათვალიერა და ადგილობრივებს შეხვდა. მათივე ცნობით, პროექტი 7კმ-მდე მონაკვეთის რეაბილიტაციას გულისხმობს, რომელითაც 1000-ამდე ადამიანი ისარგებლებს. აღნიშნული პროექტის ღირებულება ორ მილიონ ლარს შეადგენს. გზის სარეაბილიტაციო სამუშაოები უახლოეს პერიოდში დასრულდება.
თბილისის სააპელაციო სასამართლომ ბათუმი რივიერას საქმეზე საჩივარი ნაწილობრივ დააკმაყოფილა - მან პირველი ინსტანციის განჩინება გააუქმა და საკითხი საქალაქო სასამართლოს ხელახლა განსახილველად დაუბრუნა. საიამ საჩივარი 22 იანვარს შეიტანა სასამართლოში. მაშინ პირველმა ინსტანციამ არ დააკმაყოფილა შუამდგომლობა, დავის საბოლოო გადაწყვეტამდე, მშენებლობის ნებართვის მოქმედების შეჩერებაზე. სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება საიას 22 ივნისს ჩაბარდა. საიას ცნობით, სააპელაციო სასამართლოს განმარტებით, განჩინებაში არ არის შეჩერებაზე უარის თქმისთვის აუცილებელი კონკრეტული და...
22 ივნისს აჭარის მთავრობის სხდომაზე აჭარის განახლებული ბიუჯეტი წარადგინეს. როგორც აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ აღნიშნა, განახლებული ბიუჯეტის ფარგლებში ერთ-ერთი პრიორიტეტი სპორტის განვითარების ხელშეწყობა და პოპულარიზაციაა. "სპორტული ინფრასტრუქტურა არის ჩვენი ქვეყნის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მიმართულება. ჩვენ, რა თქმა უნდა, არ დავკმაყოფილდებით მხოლოდ ახალი აშენებული სტადიონით. ამ მიმართულებით 17 მილიონ ლარზე მეტია გათვალისწინებული ახალ, კორექტირებულ ბიუჯეტში და ითვალისწინებს სპორტული ობიექტების მშენებლობას ექვსივე მუნიციპალიტეტში,“ –...
„ბატონო გიორგი მიკვირს, რომ ვერ მიხვდით აქამდე, რამდენ ტყუილს იტყვით, იმდენ პასუხს გაგცემთ. ფულს ხალხს ჰპარავს ის პოლიტიკოსი, ვინც უსაგნოდ და ტყუილებს საუბრობს ამ ტრიბუნიდან“, - აღნიშნული განცხადებით გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტის თავმჯდომარე, მაია ბითაძემ ოპოზიციონერ დეპუტატს გიორგი ვაშაძეს მიმართა. მისი განცხადებით, ქალაქის მერმა კახი კალაძემ გაატარა უზარმაზარი რეფორმა, რომელიც უკვე თვალსაჩინოა. „წლის ბოლომდე 300 ახალი ავტობუსი შემოვა...
კულტურის მინისტრის მოადგილე კახა სიხარულიძე აცხადებს, რომ იუნესკო-ს უცხოელ ექსპერტთა ჯგუფი გელათში არსებულ მდგომარეობას შეისწავლის, რის შემდეგაც დაიგეგმება შემდგომი ნაბიჯები პრობლემის მოსაგვარებლად. მისივე თქმით, ექსპერტთა ჯგუფი უკვე ადგილზე იმყოფება. „კულტურის სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტროს ძალიან დიდი ძალისხმევის შედეგად, პანდემიის პირობებში უსწრაფეს ვადებში მოხერხდა ევროპელი ექსპერტების ჩამოყვანა გელათის პრობლემებთან დაკავშირებით. ჩამოსული არიან ფერწერის, სახურავის ექსპერტები, ისინი დასვამენ დიაგნოზს, თუ რაში მდგომარეობს პრობლემა, რა...
პარტია „საქართველოსთვის“ პოლიტსაბჭოს წევრმა შალვა კერესელიძემ პარლამენტის პლენარულ სხდომაზე ისაუბრა გახარიას გუნდის ახალ საკანონმდებლო ინიციატივაზე, რომელიც მაღალმთიან დასახლებებში სოციალური შეღავათების უფრო სამართლიან გავრცელებას გულისხმობს. „ხუთ წელზე მეტია, საქართველოში მოქმედებს კანონი მაღალმთიანი რეგიონების განვითარების შესახებ, რომლის ფარგლებშიც მაღალმთიან დასახლებაში მცხოვრები ჩვენი მოქალაქეები სხვადასხვა შეღავათს იღებენ როგორც სოციალური, ასევე საგადასახადო და სხვა მიმართულებით. ამ დასახლებებში ძალიან ბევრი მნიშვნელოვანი და საინტერესო პროექტი განხორციელდა...
პარლამენტმა მესამე მოსმენით განიხილა და 79 ხმით, 22-ის წინააღმდეგ მიიღო მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანებების შესახებ“ საქართველოს ორგანულ კანონში შესატანი ცვლილებები. იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის, ანრი ოხანაშვილის განმარტებით, საკითხის მეორე მოსმენით განხილვის შემდეგ 30-ე მუხლის მეხუთე პუნქტში, რედაქციული სახის დაზუსტება განხორციელდა. „პარტია საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტიდან კარგავს დაფინანსების მიღების უფლებას, თუ ამ პარტიის წარდგენით არჩეულ პარლამენტის წევრთა ნახევარზე მეტს, ვადამდე შეუწყდა პარლამენტის წევრის უფლებამოსილება...
პარლამენტმა მთავრობას კოვიდშეზღუდვების დაწესების უფლება 2022 წლის 1 იანვრამდე გაუხანგრძლივა. აღნიშნული ცვლილების პროექტი დღეს დაჩქარებული წესით განიხილეს პლენარულ სხდომაზე. საკითხს კენჭისყრაზე 78 მომხრე და 22 წინააღმდეგი ჰყავდა. მთავრობისთვის შეზღუდვების ერთპიროვნულად დაწესების უფლება უკვე მეორედ უხანგრძლივდება. ეს უფლება პარლამენტმა მთავრობას 2020 წლის მაისის ბოლოს მიანიჭა. 2020 წლის დეკემბერში უფლებამოსილება 6 თვით გაუხანგრძლივა, რაც 1 ივლისს იწურება. 2020 წლის მაისში მიღებული კანონი მთავრობას...
მთაწმინდის რაიონის გამგეობა შემოერთებულ ტერიტორიებზე საგზაო ინფრასტრუქტურის მოწესრიგებას განაგრძობს. გამგეობის ინფორმაციით, ამ ეტაპზე, გზების რეაბილიტაცია ტაბახმელაში, თამარ მეფის ქუჩაზე დასრულდა. "მასშტაბური სამუშაოების ფარგლებში, ამორტიზებული გზის საფარი 10 000 კვ. მ. ფართობზე კაპიტალურად შეკეთდა, რისთვისაც გამგეობის ბიუჯეტიდან, დაახლოებით, 700 000 ლარი დაიხარჯა. აღნიშნული ქუჩების ნაწილზე დაიგო ასფალტის ორფენიანი საფარი, მოეწყო ბორდიური და მოწესრიგდა საკომუნიკაციო ჭები", - აცხადებენ გამგეობაში. მათივე ცნობით, საგზაო სამუშაოები, მთაწმინდის გამგეობის...
სახელმწიფო შესყიდვების ეროვნული სააგენტოს მონაცემებით, ჩაიშალა თბილისის მერიის მიერ გამოცხადებული სამი ტენდერი, რომლითაც, ჯამში, 85 მილიონი ლარის ღირებულების LED გარე განათებების შესყიდვა იგეგმებოდა. შესყიდვის ჩავარდნა, სავარაუდოდ, მისმა არასტანდარტულმა პირობებმა გამოიწვია. ამის შესახებ ბიზნესმედია წერს. გარე განათების ტენდერები 3 ნაწილად იყო დაყოფილი, მერია 28.4 მლნ ლარის, 27.7 მლნ ლარის და 29.3 მლნ ლარის ღირებულების 100,000 LED განათებას ყიდულობდა. ტენდერში გამარჯვებული კომპანია...
მთაწმინდის რაიონში, ყიფიანის ქ. №30-ში საყრდენი კედლის მშენებლობა მიმდინარეობს. "პროექტის ფარგლებში, რკინა-ბეტონის კედელი მოეწყობა, რითაც ახლომდებარე საცხოვრებელ სახლებთან გრუნტის ჩამოშლის საფრთხე მოიხსნება. კედლის მშენებლობას მთაწმინდის გამგეობა აფინანსებს, რისთვისაც ადგილობრივ ბიუჯეტში 85 000 ლარია გათვალისწინებული. აღნიშნულ სამუშაოებს შპს „ინსტალ +“ აწარმოებს", ამბობენ მთაწმინდის რაიონის გამგეობაში.
შეზღუდვა, რომელიც დარჩა, უპირველესყოვლისა, ეხება ღამის კლუბებს და მათი მუშაობა კვლავინდებურად შეზღუდულია, – ამის შესახებ უწყებათაშორის საკოორდინაციო საბჭოსთან არსებული ოპერაციული შტაბის უფროსმა გიორგი ღიბრაძემ განაცხადა. მისივე თქმით, რესტორნები იმუშავებენ ღამის 12:00 საათამდე. „შეზღუდვა დარჩა და სავალდებულოა პირბადის ტარება დახურულ სივრცეებსა და საზოგადოებრივ ტრანსპორტში, ასევე, საზოგადოებრივი ტრანსპორტის გაჩერებებზე და ისეთ ადგილებში, სადაც მოსახლეობის კონცენტრაცია არის დიდი, პირობითად რომ განვიხილოთ, მაგალითად ბაზრობები, ბაზრები. ამ შემთხვევაში, ცხადია,...

ბლოგი

ტესტი

ვინ რას წყვეტს? – გაარჩიე უფლებამოსილებები

შეგიძლია, გაარჩიო, რომელ საკითხს წყვეტს ადგილობრივი ხელისუფლება და რომელს - ცენტრალური? - შეავსე ქვიზი და გაიგე, რამდენად კარგად ერკვევი მმართველობით სისტემებში. დავიწყოთ!

თვითმმართველობის ისტორია

სოფელ-სოფელ