მთაწმინდის რაიონის გამგეობა შემოერთებულ ტერიტორიებზე საგზაო ინფრასტრუქტურის მოწესრიგებას განაგრძობს.
გამგეობის ინფორმაციით, ამ ეტაპზე, გზების რეაბილიტაცია ტაბახმელაში, თამარ მეფის ქუჩაზე დასრულდა.
“მასშტაბური სამუშაოების ფარგლებში, ამორტიზებული გზის საფარი 10 000 კვ. მ. ფართობზე კაპიტალურად შეკეთდა, რისთვისაც გამგეობის ბიუჯეტიდან, დაახლოებით, 700 000 ლარი დაიხარჯა.
აღნიშნული ქუჩების ნაწილზე დაიგო ასფალტის ორფენიანი საფარი, მოეწყო ბორდიური და მოწესრიგდა საკომუნიკაციო ჭები”, – აცხადებენ გამგეობაში.
მათივე ცნობით, საგზაო სამუშაოები, მთაწმინდის გამგეობის დაკვეთით, შპს „პარმამ“ შეასრულა.