დედაქალაქის მერის კახა კალაძის განცხადებით, მერიის მიერ განხორციელებულ დახმარებების პროგრამებს ხაზს იმიტომ უსვამს, რომ ხშირად მერიის სამსახურების და თანამშრომლების დისკრედიტაცია მიმდინარეობს, „თითქოს მუნიციპალიტეტი ადამიანებს არ ეხმარება“. ამის შესახებ კალაძემ დედაქალაქის მთავრობის სხდომაზე განაცხადა.
„სოციალურ, ჯანდაცვის მიმართულებას და დახმარებების პროგრამას, რომელიც გვაქვს, ხაზს ვუსვამ იმიტომ, რომ სამწუხაროდ, ძალიან ხშირია შემთხვევები, როდესაც ხდება მიზანმიმართული დისკრედიტაცია ჩვენი სამსახურების, თანამშრომელების, რომ თითქოს მუნიციპალიტეტი არ ეხმარება ადამიანებს, არ ხდება მხარდაჭერა. ამიტომ მინდა საზოგადოებას კიდევ მივაწოდო ყველა ინფორმაცია, რას აკეთებს მუნიციპალიტეტი ოჯახებისთვის და ადამიანებისთვის, ვისაც თანადგომა სჭირდება“,- განაცხადა კალაძემ.