ზესტაფონში ტყლაპივაკე-სასახლის დამაკავშირებელი გზის სარეაბილიტაციო სამუშაოები მიმდინარეობს

535

ზესტაფონის მუნიციპალიტეტში, ტყლაპივაკე-სასახლის დამაკავშირებელი გზის სარეაბილიტაციო სამუშაოები მიმდინარეობს. ზესტაფონის მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციით, სამუშაოები დღეს ზესტაფონის საკრებულოს თავმჯდომარემ ვახტანგ ღამბაშიძემ დაათვალიერა და ადგილობრივებს შეხვდა.

მათივე ცნობით, პროექტი 7კმ-მდე მონაკვეთის რეაბილიტაციას გულისხმობს, რომელითაც 1000-ამდე ადამიანი ისარგებლებს.

აღნიშნული პროექტის ღირებულება ორ მილიონ ლარს შეადგენს. გზის სარეაბილიტაციო სამუშაოები უახლოეს პერიოდში დასრულდება.