მთაწმინდის რაიონში, ყიფიანის ქ. №30-ში საყრდენი კედლის მშენებლობა მიმდინარეობს.
“პროექტის ფარგლებში, რკინა-ბეტონის კედელი მოეწყობა, რითაც ახლომდებარე საცხოვრებელ სახლებთან გრუნტის ჩამოშლის საფრთხე მოიხსნება.
კედლის მშენებლობას მთაწმინდის გამგეობა აფინანსებს, რისთვისაც ადგილობრივ ბიუჯეტში 85 000 ლარია გათვალისწინებული.
აღნიშნულ სამუშაოებს შპს „ინსტალ +“ აწარმოებს”, ამბობენ მთაწმინდის რაიონის გამგეობაში.