დავწიოთ საშემოსავლო გადასახადი, ბიუჯეტი გაიზრდება, ბიზნესი განვითარდება! - ამის შესახებ „ლელოს“ ლიდერმა მამუკა ხაზარაძემ პარლამენტის დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის სხდომაზე განაცხადა.
მან „სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერის გიორგი ვაშაძის მიერ წარდგენილ ინიციატივასთან დაკავშირებით განაცხადა, რომ ბიზნესს სერიოზული ეკონომიკური რეფორმა სჭირდება.
მამუკა ხაზარაძემ გიორგი ვაშაძეს შესთავაზა, რომ აღნიშნულ საკითხზე ერთობლივად იმუშაონ.
„აქ გაიჟღერა, რომ კარგად იმართა პანდემია და ნასესხები ფული კარგად იქნა დარიგებული, თითქოს შვება იგრძნო ხალხმა. ეს იყო...
საქართველოს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანია აქტიურად განაგრძობს სამუშაოებს რეგიონებში მცხოვრები მოსახლეობის სტაბილური წყალმომარაგებისთვის.
გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიის ინფორმაციით, სიღნაღის წყლის სისტემის რეაბილიტაცია მიმდინარე წლის შემოდგომაზე დასრულდება.
„ამ ეტაპზე, ადგილობრივ მოსახლეობას წყალი დღის განმავლობაში 4-5 საათით, ხოლო გაზაფხულსა და შემოდგომაზე 10 საათით მიეწოდება. ქალაქში არსებული ქსელი ნაწილობრივ ამორტიზებულია და რეაბილიტაციას საჭიროებდა.
სამუშაოების ფარგლებში, წყალმომარაგების ქსელი, მილდენი, საქლორატორო ეწყობა და რეზერვუარი შენდება, ასევე დარჩენილი მოსახლეობა გამრიცხველიანდება.
სამუშაოების დასრულების...
ეს ვერ გადაწყვეტს არჩევნების ბედს, მაგრამ აჩვენებს განზრახვას „ქართული ოცნების“ და სახეს იმ ოპოზიციაში ტექნიკურად მყოფი პოლიტიკოსების, რომლებიც ახლა იცავენ ამ გადაწყვეტილებას, - ასე ეხმაურება „ევროპული საქართველოს“ თავმჯდომარე გიგა ბოკერია საკრებულოების მაჟორიტარი წევრების ასარჩევად 40%-იანი ბარიერის დადგენას.
მისივე განცხადებით, გაუგებარია, რატომ შეიძლება ამას ოპოზიციის წარმომადგენლები მხარს უჭერდნენ და „ასეთ უტიფრობას იძახდნენ, რომ 40%-ზე შეთანხმება მიშელის დოკუმენტში იყო“.
„არანაირი შეთანხმება ამაზე არ მომხდარა. შარლ მიშელის...
ის, რაც გუშინ დამატებით მოხდა, ეს იყო 40%-იანი ბარიერის შემოღება, ძალიან სამწუხაროა, როდესაც კონკრეტული ოპოზიციური პარტისგან ვისმენთ, რომ თურმე ეს არის კარგი მექანიზმი, რომლითაც ჩვენ სამართლიანი არჩევნების ჩატარება შეგვეძლება, - ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის" დეპუტატმა, გიორგი ბოტკოველმა საკრებულოების მაჟორიტარი წევრების ასარჩევად 40%-იანი ბარიერის დადგენასთან დაკავშირებით განაცხადა.
მისი შეფასებით, 40%-იანი ბარიერი ე.წ. მაშველი რგოლია, რომელიც ხელისუფლებამ შექმნა და მას მხარს ერთ-ერთი ოპოზიციური...
ჩემი დაკვირვებით, დღევანდელი მონაცემებით, იმ სიტუაციაში, რასაც ახლა ოპოზიციაში ვხედავ, ვფიქრობ, კახა კალაძე მოიგებს, - ამის შესახებ „გირჩის“ ერთ-ერთმა ლიდერმა იაგო ხვიჩიამ „ედისონ რისერჩის“ კვლევის შედეგებთან დაკავშირებით განაცხადა.
ამასთან, მან კვლევის ფარგლებში გიორგი გახარიას პარტიის სასარგებლოდ დაფიქსირებულ მაჩვენებელზეც ისაუბრა.
„თუ ამ კვლევას დავაკვირდებით, ჩანს, რომ დაკლებულია „ქართული ოცნების“ რეიტინგი და მის ადგილზე გაჩნდა ახალი მოთამაშე, ისევ „ქართული ოცნების“ წარსულით. მე არ ვიცი საბოლოოდ, რამდენად ექნება არჩევნებზე...
რაც უფრო გვიან ჩატარდება არჩევნები, მით უფრო მაღალი იქნება პოლარიზაციის ხარისხი. იმისთვის, რომ არავის მივცეთ მეტი პოლარიზაციის საშუალება, უმჯობესია არჩევნები ადრე ჩატარდეს, - ამის შესახებ ჟურნალისტებს „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ განუაცხადა.
მისივე თქმით, „საარჩევნო კოდექსში“ ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების თარიღის განსაზღვრით და ამ ჩანაწერით ინერგება კარგი პრაქტიკა, რომლის მიხედვითაც პარტიებმა არჩევნების თარიღი 3 თვით ადრე იციან.
„ქვეყნისთვის არ იქნება მომგებიანი პოლარიზაციის მაღალი ხარისხი, შესაბამისად,...
იმ პირებისთვის, რომლებმაც პანდემიის პირობებში დაწესებული რეგულაციების დაარღვიესთვის ჯარიმა გადაიხადეს "გირჩი-მეტი თავისუფლებისთვის" თანხის უკან დაბრუნებას ითხოვს.
"პრემიერ ღარიბაშვილის თქმით, იმ პირებს, რომლებსაც პანდემიის პირობებში დაწესებული რეგულაციების დარღვევის გამო ადმინისტრაციული ან სისხლის სამართლის პასუხისმგებლობა დაეკისრა, ამნისტია შეეხება.
თუმცა, თანხა უკან არ დაუბრუნდებათ მათ, ვინც ჯარიმა უკვე გადაიხადა, რაც ცალსახად უსამართლოა, რადგან მოქალაქეების დიფერენცირებას ახდენს სრულიად გაუგებარი კრიტერიუმით - სახდელს პატიობს მათ, ვისაც...
საერთაშორისო მნიშვნელობის სამტრედია-ლანჩხუთი-გრიგოლეთის საავტომობილო გზის 21კმ-27კმ მონაკვეთის სარეაბილიტაციო სამუშაოები დასრულდა, - ამის შესახებ ინფორმაციას საავტომობილო გზების დეპარტამენტი ავრცელებს.
მათივე ინფორმაციით, პროექტის ფარგლებში სრულად რეაბილიტირდა 6,5-კილომეტრიანი გზა და დაიგო ორი ფენა ასფალტ-ბეტონის საფარი.
რეაბილიტირდა ხელოვნური ნაგებობები, მოეწყო წყალგამტარი მილები, სანიაღვრე არხები, რკინა-ბეტონის საყრდენი კედლები, მიერთებები, ეზოში შესასვლელები, ავტობუსის გასაჩერებელი მოედნები, ავტოპავილიონები, საგზაო ნიშნები, ჰორიზონტალური მონიშვნები და გზის შემოფარგვლის სამუშაოები.
პროექტი სახელმწიფო ბიუჯეტიდან დაფინანსდა...
„მიშელის დოკუმენტში პირდაპირ წერია ბარიერთან კავშირებით, რომ, შემდეგი ორი არჩევნებისთვის, უნდა იყოს 2%-იანი ბარიერი და ეს ზედმიწევნითაა ასახული ამ პროექტში“, - ამის შესახებ პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს განუცხადა.
მან ასევე განმარტა ფრაქციების დაკომპლექტებისა და გენპროკურორის არჩევის წესში ცვლილებები.
„ფრაქციებს რაც შეეხება; ესეცაა მარტივი ცვლილება - ფრაქციები 4-კაციანი იქნება. რაც შეეხება პროკურორს; გათვალისწინებულია 3/5-ით, ე.წ. ანტიდაბლოკვის მექანიზმით გენპროკურორის არჩევა. ანუ, თუ 3/5-ით ვერ...
ქვეყანაში ე.წ. ბრიტანული და ინდური შტამების ცირკულირების ფონზე, ეპიდსიტუაცია ნელი ტემპებით სტაბილურდება. თენგიზ ცერცვაძის განცხადებით, რეგულაციების მოხსნა სწორია, თუმცა - მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ მოსახლეობა დარჩენილ რეკომენდაციებს ზედმიწევნით შეასრულებს.
„ეპიდსიტუაცია არ არის წყნარი და უსაფრთხო. თუ შეზღუდვების შემსუბუქებას სწორად არ მივუდგებით და არ გამოვიყენებთ, შესაძლოა, ამან უკან დაბრუნება და შემთხვევების ზრდა გამოიწვიოს. ვიდრე ვაქცინაცია არ შევა ძალაში, რასაც, დაახლოებით, სამი თვე დასჭირდება, თავი შევიკავოთ ხალხმრავალი ქორწილებისგან და გართობისგან....
მუნიციპალიტეტის წარმომადგენლობითი ორგანოს - საკრებულოს და თვითმმართველი ქალაქის/თვითმმართველი თემის მერის მორიგი არჩევნები ტარდება მორიგი არჩევნების წლის ოქტომბრის პირველ შაბათს, - ამის შესახებ განათლებისა და მეცნიერების კომიტეტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა პლენარულ სხდომაზე საარჩევნო კოდექსში შესატანი ცვლილებების მეორე მოსმენით განხილვის დრო განაცხადა.
მისივე თქმით, ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებს ნიშნავს საქართველოს პრეზიდენტი, საქართველოს პრემიერმინისტრის თანახელმოწერით, არჩევნებამდე 60 დღით ადრე.
„სამუშაო ჯგუფში, ოპოზიციის მხრიდან წამოვიდა წინადადება,...
პარლამენტი „საარჩევნო კოდექსში“ ცვლილების პროექტს, მეორე მოსმენით, იმ მუხლის გარეშე მიიღებს, რომლითაც თითოეული მუნიციპალიტეტის საკრებულოში მაჟორიტარული და პროპორციული შემადგენლობა განისაზღვრება.
როგორც ამასთან დაკავშირებით საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა ირაკლი კობახიძემ განმარტა, „საარჩევნო კოდექსის“ პროექტის შესაბამისი მუხლის კენჭისყრა იმიტომ გადადეს, რომ მუხლი საკმაოდ მოცულობითია და ოპოზიციას მის გასაცნობად მეტ დროს აძლევენ.
„აღნიშნულ მუხლში სათითაოდ არის ჩამოთვლილი ადმინისტრაციული ერთეულები, სადაც მაჟორიტარული ოლქები იქმნება. ჩვენ ოპოზიციას ცხრილები გავუგზავნეთ და...
ირაკლი კობახიძის განცხადებით, ადგილობრივ თვითმმართველობის არჩევნებში მაჟორიტარი კანდიდატების ასარჩევად 40% ბარიერის დაწესება ოპოზიციის საყოველთაო თხოვნა იყო.
მისივე თქმით, ეს არ მოუთხოვია მხოლოდ „ნაციონალურ მოძრაობას“, რადგან „საარჩევნო კოდექსში“ ცვლილებებთან დაკავშირებით გამართულ შეხვედრებში „ნაციონალური მოძრაობა“ არ მონაწილეობდა.
„40% ბარიერს ყველა ოპოზიციური პარტია ითხოვდა. ჩვენ რამდენჯერმე ვთქვით, რომ ეს მიზანშეწონილი არ იქნებოდა, თუმცა საბოლოო ჯამში, აღნიშნული ბარიერის შემოღებას მაინც დავთანხმეთ. ეს იყო ოპოზიციის მხრიდან არაერთგზის გაჟღერებული...
არსებობენ პოლიტიკოსები, რომლებიც აბსოლუტურად ყველაფერზე მიზეზობენ, - ამის შესახებ „სტრატეგია აღმაშენებლის“ ერთ-ერთმა ლიდერმა, გიორგი ვაშაძემ ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებზე საკრებულოების მაჟორიტარი წევრების ასარჩევად 40%-იანი ბარიერთან დაკავშირებით განაცხადა.
ვაშაძე ასეთ პოლიტიკოსებს ურჩევს, თუ მეხსიერებასთან დაკავშირებით პრობლემები აქვთ, სათანადო მედიკამენტები მიიღონ.
„40%-იანი ბარიერი დეკემბრიდან მოყოლებული იდო დოკუმენტებში. დიახ, ვეთანხმები 40%-იან ბარიერს. დიახ, მივაღწიეთ იმას, რომ 40%-იანი ბარიერი იქნება ცვლილებებში. დეკემბრიდან მოყოლებული იყო განხილვები საკრებულოში. სადავო გახდა იმიტომ,...
საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტი აგრძელებს ჟინვალი-ბარისახო-შატილის საავტომობილო გზის სარეაბილიტაციო სამუშაოებს.
საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, ჟინვალი-ბარისახო-შატილის საავტომობილო გზა ერთადერთი გზაა, რომელიც ცენტრალურ რეგიონს აკავშირებს შატილთან და პირიქითა ხევსურეთთან, ამიტომ ამ გზის კეთილმოწყობა განსაკუთრებით მნიშვნელოვანია როგორც ადგილობრივი, ისე ქვეყნის მოსახლეობისათვის.
მათივე ინფორმაციით, გზის ამ მონაკვეთს რეაბილიტაცია 40 წელი არ ჩატარებია. გზა ძლიერ ვიწრო და გრუნტიანი იყო, რომელზეც ხშირად...
გურიაში ახალი ეროვნული პარკის შექმნის სამუშაოები მიმდინარეობს.
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ინფორმაციით, მინისტრის მოადგილემ, ნინო თანდილაშვილმა, ოზურგეთში გამართულ შეხვედრაზე, ადგილობრივ მოსახლეობას და სხვა დაინტერესებულ მხარეებს გურიაში ახალი ეროვნული პარკის დაარსებასთან დაკავშირებით მიმდინარე სამუშაოები გააცნო.
გურიის ეროვნული პარკის დაარსების პროექტს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო, დაცული ტერიტორიების სააგენტო და ბუნების დაცვის მსოფლიო ფონდი (WWF), შვედეთის საელჩოს ფინანსური მხარდაჭერითა და ადგილობრივი...
ბლოგი
ტესტი
ვინ რას წყვეტს? – გაარჩიე უფლებამოსილებები
შეგიძლია, გაარჩიო, რომელ საკითხს წყვეტს ადგილობრივი ხელისუფლება და რომელს - ცენტრალური? - შეავსე ქვიზი და გაიგე, რამდენად კარგად ერკვევი მმართველობით სისტემებში.
დავიწყოთ!






































