გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანია: სიღნაღის მოსახლეობის სტაბილური წყალმომარაგებისთვის სამუშაოები აქტიურად მიმდინარეობს

261

საქართველოს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანია აქტიურად განაგრძობს სამუშაოებს რეგიონებში მცხოვრები მოსახლეობის სტაბილური წყალმომარაგებისთვის.

გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიის ინფორმაციით, სიღნაღის წყლის სისტემის რეაბილიტაცია მიმდინარე წლის შემოდგომაზე დასრულდება.

„ამ ეტაპზე, ადგილობრივ მოსახლეობას წყალი დღის განმავლობაში 4-5 საათით, ხოლო გაზაფხულსა და შემოდგომაზე 10 საათით მიეწოდება. ქალაქში არსებული ქსელი ნაწილობრივ ამორტიზებულია და რეაბილიტაციას საჭიროებდა.

სამუშაოების ფარგლებში, წყალმომარაგების ქსელი, მილდენი, საქლორატორო ეწყობა და რეზერვუარი შენდება, ასევე დარჩენილი მოსახლეობა გამრიცხველიანდება.

სამუშაოების დასრულების შემდეგ, სიღნაღში მცხოვრებ 3 500 -მდე ადამიანს წყლის მიწოდების შეზღუდული გრაფიკით გამოწვეული პრობლემა მოუგვარდება და სტაბილური წყალმომარაგება ექნება. პროექტს, სახელმწიფო ბიუჯეტიდან, მილიონ ლარზე მეტი ხმარდება.

2020 წლის დასაწყისში დასრულდა ქალაქ სიღნაღში ე.წ. „ნასომხარის“ წყლის სათავე ნაგებობაზე სასმელი წყლის ჭაბურღილის სამშენებლო სამუშაოები, რის შედეგადაც მოსახლეობას წყლის მიწოდების გრაფიკი რამდენიმე საათით გაუუმჯობესდა.

2016-2019 წლებში ქალაქ სიღნაღის წყალსადენის ქსელის რეაბილიტაცია ჩატარდა,პოლიეთილენის მილდენები მოეწყო, რამდენიმე ქუჩაზე მოსახლეობა გამრიცხველიანდა“, – ნათქვამია ინფორმაციაში