მუნიციპალიტეტის წარმომადგენლობითი ორგანოს – საკრებულოს და თვითმმართველი ქალაქის/თვითმმართველი თემის მერის მორიგი არჩევნები ტარდება მორიგი არჩევნების წლის ოქტომბრის პირველ შაბათს, – ამის შესახებ განათლებისა და მეცნიერების კომიტეტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა პლენარულ სხდომაზე საარჩევნო კოდექსში შესატანი ცვლილებების მეორე მოსმენით განხილვის დრო განაცხადა.
მისივე თქმით, ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებს ნიშნავს საქართველოს პრეზიდენტი, საქართველოს პრემიერმინისტრის თანახელმოწერით, არჩევნებამდე 60 დღით ადრე.
„სამუშაო ჯგუფში, ოპოზიციის მხრიდან წამოვიდა წინადადება, რომ ისევე როგორც საპარლამენტო არჩევნების შემთხვევაში, ადგილობრივი თვითმმართველობის არჩვენების შემთხვევაშიც კანონში დაფიქსირდეს არჩევნების თარიღი. ამიტომ, დღეს, ჩვენ სამუშაო ჯგუფს შევთავაზეთ ცვლილების ასეთი რედაქცია“, – აღნიშნა შალვა პაპუაშვილმა.