საერთაშორისო მნიშვნელობის სამტრედია-ლანჩხუთი-გრიგოლეთის საავტომობილო გზის 21კმ-27კმ მონაკვეთის სარეაბილიტაციო სამუშაოები დასრულდა, – ამის შესახებ ინფორმაციას საავტომობილო გზების დეპარტამენტი ავრცელებს.
მათივე ინფორმაციით, პროექტის ფარგლებში სრულად რეაბილიტირდა 6,5-კილომეტრიანი გზა და დაიგო ორი ფენა ასფალტ-ბეტონის საფარი.
რეაბილიტირდა ხელოვნური ნაგებობები, მოეწყო წყალგამტარი მილები, სანიაღვრე არხები, რკინა-ბეტონის საყრდენი კედლები, მიერთებები, ეზოში შესასვლელები, ავტობუსის გასაჩერებელი მოედნები, ავტოპავილიონები, საგზაო ნიშნები, ჰორიზონტალური მონიშვნები და გზის შემოფარგვლის სამუშაოები.
პროექტი სახელმწიფო ბიუჯეტიდან დაფინანსდა და მისმა ღირებულებამ 5 885 849 ლარი შეადგინა, ხოლო სარეაბილიტაციო სამუშაოები კომპანია “NEW ROAD”-მა შეასრულა.