საქართველოს პარლამენტის ინფორმაციით, თვითმმართველი თემების ადმინისტრაციულ ცენტრში, ამომრჩეველთა რაოდენობის მიხედვით, მაჟორიტარულ საარჩევნო სისტემით საკრებულოს ასარჩევი წევრების რაოდენობა ახლებურად განისაზღვრა. პარლამენტის ინფორმაციით, სადაც ამომრჩეველთა რაოდენობა 7 ათასს არ აღემატება, მაჟორიტარულ საარჩევნო სისტემით აირჩევა საკრებულოს ერთი წევრი, სადაც ამომრჩეველთა რაოდენობა 7 ათასზე მეტია, მაგრამ 14 ათასს არ აღემატება, მაჟორიტარულ საარჩევნო სისტემით აირჩევა საკრებულოს ორი წევრი; სადაც ამომრჩეველთა რაოდენობა 14 ათასზე მეტია, მაჟორიტარულ...
პრემიერ-მინისტრის ირაკლი ღარიბაშვილის ინფორმაციით, განიხილება ლაგოდეხი-თბილისი-ბათუმის რკინიგზის მშენებლობა. მისი თქმით,  მიმდინარეობს მუშაობა სავარაუდო ბიუჯეტის დათვლაზეც. "ზოგადად, მატარებლი კახეთში, ძალიან კარგი იდეა იქნებოდა. მაგალითად, როგორიც არის კალიფორნიაში, იგივე რომ განხორციელდეს კახეთში. განხილვადია ეს პროექტი. რკინიგზის ხელმძღვანელობას ჩვენ უკვე დავავალეთ, რომ წარმოდგენა გვქონდეს, რა თანხებზე შეიძლება იყოს საუბარი. წელს თუ არა, შეიძლება რამდენიმე წლის განმავლობაში გაკეთდეს პროგრამა და დავიწყოთ ამის აღდგენაც. რკინიგზის წარმომადგენლებთან...
30 ივნისს წმინდა შალვა ახალციხელის ხსენების დღეა, ამასთან დაკავშირებით ქალაქში სპორტული და კულტურული ღონისძიებები გაიმართება. გამოავლენენ საპატიო ახალციხელებსაც. „ახალციხელობის“ დღესასწაულზე დაგეგმილი ღონისძიებები: 10:00 - 13:00 საათი - სადღესასწაულო წირვა წმინდა შალვა ახალციხელის სახელობის საკათედრო ტაძარში; ახალციხის ციხე 14:00 – 17:00 ახალციხის სამხატვრო სკოლის მასწავლებელთა და მოსწავლეთა ნამუშევრების გამოფენა; 14:00 – 17:00 ხალხური რეწვის ოსტატების ნამუშევრების გამოფენა; 14:00 – 17:00 ახალგაზრდული საქმიანობის პრეზენტაცია; 14:00 – 16:00 შეჯიბრი ჭადრაკში, შაშში; 15:00 -16:30 საჩვენებელი გამოსვლები კარატეში; 16:00 – 16:30 სპორტულ შეჯიბრებებში გამარჯვებულთა დაჯილდოება; 16:30 – 17:00 ახალციხის მერის სტიპენდიანტთა დაჯილდოება; 17:00 - 18:00 საპატიო ახალციხელების დაჯილდოება; 18:00 –19:00 ადგილობრივი ანსამბლების და...
დღეს, 28 ივნისს პარლამენტის ბიუროს სხდომაზე მთავრობის საკანონმდებლო პაკეტს წარადგენენ, რომლის მიხედვით, კოვიდრეგულაციების დარღვევისთვის სისხლის სამართლის პასუხისმგებლობა დაკისრებულ პირებს, ამნისტია შეეხებათ. გარდა ამისა, კოვიდ რეგულაციების დარღვევის გამო დაჯარიმებული მოქალაქეები ადმინისტრაციული სახდელისგან და დაკისრებული ჯარიმების გადახდის ვალდებულებისგან თავისუფლდებიან. საქართველოს პრემიერმინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა, 24 ივნისს განაცხადა, რომ პანდემიით გამოწვეული მძიმე სოციალური ეკონომიკური მდგომარეობის გათვალისწინებით, მიიღეს გადაწყვეტილება, რომ ყველა პირი, რომელმაც პანდემიის პირობებში დაწესებული რეგულაციები დაარღვია, გათავისუფლდეს ეს სისხლის სამართლებრივი თუ...
2021 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებამდე 4 თვე რჩება. პოლიტიკური პარტიების ნაწილს სასურველი კანდიდატი ახალციხეში უკვე შერჩეული ჰყავს, ნაწილი კი ჯერ კიდევ მსჯელობს. ინფორმაციას სამხრეთის კარიბჭე ავრცელებს. „სამხრეთის კარიბჭე“ 5 პოლიტიკურ პარტიას ესაუბრა. მათგან სამს მერობის კანდიდატზე გადაწყვეტილება უკვე მიღებული აქვს. კოალიცია „ეროვნული ფრონტის“ სახელით ახალციხის მერობის კანდიდატი, სავარაუდოდ, ზაზა ხატიაშვილი იქნება. „80 %-ით ეს იქნება ზაზა ხატიაშვილი“, - გვითხრეს კოალიციაში. „კოალიცია „ეროვნული ფრონტის“...
გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანია რეგიონების მასშტაბით წყალმომარაგების ინფრასტრუქტურის მოწყობას განაგრძობს. ამჯერად, კომპანია სენაკის მუნიციპალიტეტის სოფლების: გოლასკურის, ზემო ჭალადიდის, ხორგიშისა და მიმდებარე უბნების წყალმომარაგების სისტემების მშენებლობას ახორციელებს. წყალმომარაგების კომპანიის პრესსამსახურის ინფორმაციით, აღნიშნულ სოფლებში მოსახლეობა უწყვეტი წყალმომარაგებით სარგებლობს, თუმცა მოძველებული და ამორტიზებული ინფრასტრუქტურის გამო ხშირია დაზიანებები, რაც წყალმომარაგების შეზღუდვას განაპირობებს. პროექტის ფარგლებში, ძველი, ამორტიზებული მილები ახლით შეიცვლება, ინდივიდუალურად გამრიცხველიანდება მოსახლეობა. სამუშაოების შედეგად, აღნიშნული სოფლების...
ეკონომიკის მინისტრის განცხადებით, ახალი შვილების გაჩენის შემთხვევაში იპოთეკური სესხის სუბსიდირების მთავარი ამოცანაა, საცხოვრებელი ფართი ხელმისაწვდომი გახდეს მათთვის, ვინც "ზრუნავს გამრავლებაზე", -  ამის შესახებ მან მთავრობის სხდომის შემდეგ ისაუბრა. "რა თქმა უნდა, ამოცანა პირველ რიგში არის ის, რომ ხელი შევუწყოთ ქართველ ოჯახებს, რომ უკეთესი საცხოვრებელი პირობები ჰქონდეთ. იმიტომ, რომ ოჯახის თითოეული ახალი წევრი, ახალშობილი შვილი არის არამხოლოდ დიდი სიხარული, არამედ დიდი...
სახელმწიფო პროგრამა, რომლითაც საქართველოში ფორსაჟი გადაიღეს, ისევ გაგრძელდება. ამის შესახებ მთავრობის სხდომის შემდეგ ეკონომიკის მინისტრმა, ნათია თურნავამ განაცხადა. მინისტრის თქმით, კინოინდუსტრიის მხარდამჭერი პროგრამა 2019 წლის ბოლოს, კორონავირუსის გამო შეწყდა, დღეს კი გადაწყდა, რომ გაუმჯობესებული ფორმით აღდგეს. "ეს პროგრამა ხელს უწყობს საქართველოს პოპულარიზაციას, ასევე, მსოფლიოში აღიარებული და ცნობილი სხვადასხვა კინოკომპანიის ჩამოსვლას საქართველოში და აქ კინო გადაღებას, ასევე, გარკვეული სამუშაო ადგილების შექმნას. მნიშვნელოვანია,...
საქართველოს ჯანდაცვის მინისტრის ეკატერინე ტიკარაძის განცხადებით, ვაქცინებთან დაკავშირებით აუდიტის სამსახურს ჯერ მოკვლევა არ დაუსრულებია. მისივე თქმით, როგორც კი პროცესი დამთავრდება, აუდიტის სამსახური  საზოგადოებას დასკვნას თავად გააცნობს. „აუდიტის სამსახურს მოკვლევა არ დაუსრულებია. ის სწავლობს სავარაუდო ხარვეზებს, რომლებიც შესაძლოა, იყო დაავადებათა კონტროლის ცენტრში. ასევე სწავლობს რესპუბლიკურ საავადმყოფოში მიმდინარე ვაქცინების მარაგების მართვას. მივიჩნიეთ, რომ ასევე მნიშვნელოვანია ქსელის სრულად შესწავლა, რათა გაკონტროლდეს ყველა მარაგი, რომელიც დღესდღეობით...
ინფორმაცია, რომ „სინოვაკის“ და „სინოფარმის“ ვაქცინები მოქალაქეებს „დელტა“ შტამისგან ვერ იცავენ, არ არის სრულყოფილი, – ამის შესახებ საქართველოს ჯანდაცვის მინისტრმა ეკატერინე ტიკარაძემ განაცხადა. მისივე თქმით, ამ კუთხით სხვა ვაქცინებთან მიმართებითაც მეცნიერებს გარკვეული კითხვები აქვთ. ეკატერინე ტიკარაძის განაცხადებით, პანდემიის დამარცხებისთვის მნიშვნელოვანია არა მხოლოდ ვაქცინა, არამედ ეპიდემიოლოგების მიერ გაცემული რეგულაციების სათანადოდ დაცვა. ტიკარაძემ მოსახლეობას რეკომენდაციების დაცვისკენ კიდევ ერთხელ მოუწოდა. „სხვა ვაქცინებთან მიმართებითაც მეცნიერებს გარკვეული კითხვები...
ჯანდაცვის მინისტრის, ეკატერინე ტიკარაძის განცხადებით, ჯერჯერობით უცნობია, როდის მიიღებს საქართველო „ასტრაზენეკას" 43 ათას დოზას. როგორც ტიკარაძე აღნიშნავს, ვაქცინაციის პროცესში წარმოქმნილი შეფერხების მიუხედავად, მოქალაქეებს კუთვნილი ვაქცინის დოზები მიეწოდებათ. „რაც შეეხება „ასტრაზენეკას", ვაქცინაციის პროცესში მნიშვნელოვანია დაცული იყოს პირველ და მეორე ვაქცინას შორის გარკვეული პერიოდი. მას შემდეგ, რაც ის პრობლემა შეიქმნა, რომელმაც საზოგადოების სრულიად სამართლიანი აღშფოთება გამოიწვია, მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ მნიშვნელოვანია, პროცესი ხელით ყოფილიყო მართული, რაც...
პარლამენტის კომიტეტებში წევრთა რაოდენობა იზრდება. შესაბამისად, იცვლება პროპორციული წარმომადგენლობის კვოტებიც. საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტმა მხარი დაუჭირა კომიტეტების შემადგენლობის 19-დეპუტატამდე გაზრდას. მათგან კომიტეტის 10 წევრი საპარლამენტო უმრავლესობის წარმომადგენელი იქნება. ოპოზიციის შიგნით კი, კვოტები ასე განაწილდა: კომიტეტებში სამი წევრი ფრაქციიდან “ნაციონალური მოძრაობა - ძალა ერთობაშია“ იქნება, თითო-თითო წარმომადგენელი ეყოლება ყველა სხვა ფრაქციას, პოლიტიკურ ჯგუფსა და უფრაქციო დეპუტატებს. ამასთან, როგორც საპროცედურო საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ ირაკლი...
პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა მესამე, საბოლოო მოსმენით "საარჩევნო კოდექსში" შესატან ცვლილებებს მხარი დაუჭირა. ამასთან, როგორც კომიტეტის სხდომაზე ითქვა, შესაძლოა, საარჩევნო რეფორმა, დღესვე პარლამენტმა რიგგარეშე სესიაზე განიხილოს და საბოლოოდ დაამტკიცოს. პროექტს უმრავლესობის დეპუტატებთან ერთად მხარი ფრაქცია „შარლ მიშელის რეფორმების ჯგუფის“ წევრმა პაატა მანჯგალაძემაც დაუჭირა. იმავდროულად კომიტეტმა მეორე მოსენით განიხილა „საარჩევნო რეფორმასთან“ დაკავშირებული მუხლი, რომლითაც განისაზღვრება თუ რამდენი მაჟორიტარი და რამდენი პროპორციული წესით არჩეული...
პარლამენტის 54 ოპოზიციონერი დეპუტატისთვის სადეპუტატო უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტის საკითხი პარლამენტის დღის წესრიგში კვლავ დგება და ივლისის რიგგარეშე სესიაზე განხილვის ერთ-ერთი მთავარი თემა იქნება. საკითხის დღის წესრიგში დაყენებას ამჯერად კონსტიტუციისა და პარლამენტის რეგლამენტის ჩანაწერი იწვევს, რომლის მიხედვით, თუკი პარლამენტის წევრი მორიგი სესიის განმავლობაში არასაპატიო მიზეზით მორიგი სხდომების ნახევარზე მეტს არ დაესწრება, სადეპუტატო უფლებამოსილება უნდა შეუწყდეს. ასეთი პარლამენტის 54 ოპოზიციონერი დეპუტატია, რომლებმაც...
დღეს, 28 ივნისს პარლამენტის რიგგარეშე სხდომა გაიხსნება, რომლის მთავარი საკითხი პრემიერმინისტრის მიერ წარდგენილი ანგარიში იქნება. სხდომაში მონაწილეობას მიიღებს თავად ირაკლი ღარიბაშვილი, მინისტრთა კაბინეტის წევრებთან ერთად. რიგგარეშე სხდომაზე იქნება სიტყვით გამოსვლები კომიტეტების, ფრაქციების, პოლიტიკური ჯგუფებისა და უმრავლესობის ფორმატში. ასევე, განცხადებებს გააკეთებენ უფრაქციო დეპუტატები. პრემიერ-მინისტრმა ანგარიში პარლამენტს 25 ივნისს - საგაზაფხულო სესიის ბოლო პლენარულ სხდომაზე წარუდგინა, თუმცა სესიის დახურვამდე რეგლამენტის გათვალისწინებული ყველა პროცედურის გავლა...
ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის, ნათია თურნავას განცხადებით, ღამის კლუბების ინდუსტრიის ასამოქმედებლად ამ სფეროს წარმომადგენლებთან ერთად უსაფრთხოების პროტოკოლის შემუშავება იგეგმება. როგორც თურნავამ მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, მიმდინარეობს ამ ინდუსტრიის და მისი საჭიროებების შესწავლა. „ჩვენ დაწყებული გვაქვს გარკვეული შესწავლა. მათთან შეხვედრა შედგება, მაგრამ არ გვინდა, რომ იყოს შეხვედრა შეხვედრისთვის, რადგან ნამდვილად დაზარალებული ინდუსტრიაა. ჩვენ დავიწყეთ შესწავლა პრობლემატიკის, რა უჭირთ ყველაზე მეტად, რა სპეციფიკით ხასიათდება...

ბლოგი

ტესტი

ვინ რას წყვეტს? – გაარჩიე უფლებამოსილებები

შეგიძლია, გაარჩიო, რომელ საკითხს წყვეტს ადგილობრივი ხელისუფლება და რომელს - ცენტრალური? - შეავსე ქვიზი და გაიგე, რამდენად კარგად ერკვევი მმართველობით სისტემებში. დავიწყოთ!

თვითმმართველობის ისტორია

სოფელ-სოფელ