პარლამენტში პრემიერმინისტრის წლიური ანგარიშის მოსმენა დღეს, რიგგარეშე სესიაზე გაგრძელდება

224

დღეს, 28 ივნისს პარლამენტის რიგგარეშე სხდომა გაიხსნება, რომლის მთავარი საკითხი პრემიერმინისტრის მიერ წარდგენილი ანგარიში იქნება. სხდომაში მონაწილეობას მიიღებს თავად ირაკლი ღარიბაშვილი, მინისტრთა კაბინეტის წევრებთან ერთად.

რიგგარეშე სხდომაზე იქნება სიტყვით გამოსვლები კომიტეტების, ფრაქციების, პოლიტიკური ჯგუფებისა და უმრავლესობის ფორმატში. ასევე, განცხადებებს გააკეთებენ უფრაქციო დეპუტატები.

პრემიერ-მინისტრმა ანგარიში პარლამენტს 25 ივნისს – საგაზაფხულო სესიის ბოლო პლენარულ სხდომაზე წარუდგინა, თუმცა სესიის დახურვამდე რეგლამენტის გათვალისწინებული ყველა პროცედურის გავლა ვერ მოესწრო.

რიგგარეშე სესია დღეს, 13:00 საათზე დაიწყება.