გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანია რეგიონების მასშტაბით წყალმომარაგების ინფრასტრუქტურის მოწყობას განაგრძობს. ამჯერად, კომპანია სენაკის მუნიციპალიტეტის სოფლების: გოლასკურის, ზემო ჭალადიდის, ხორგიშისა და მიმდებარე უბნების წყალმომარაგების სისტემების მშენებლობას ახორციელებს.
წყალმომარაგების კომპანიის პრესსამსახურის ინფორმაციით, აღნიშნულ სოფლებში მოსახლეობა უწყვეტი წყალმომარაგებით სარგებლობს, თუმცა მოძველებული და ამორტიზებული ინფრასტრუქტურის გამო ხშირია დაზიანებები, რაც წყალმომარაგების შეზღუდვას განაპირობებს. პროექტის ფარგლებში, ძველი, ამორტიზებული მილები ახლით შეიცვლება, ინდივიდუალურად გამრიცხველიანდება მოსახლეობა.
სამუშაოების შედეგად, აღნიშნული სოფლების მცხოვრებლები, დაახლოებით 1000-მდე ადამიანი, სტაბილური და ხარისხიანი წყალმომარაგებით ისარგებლებენ.
პროექტს სახელმწიფო ბიუჯეტიდან 2 მილიონ ლარზე მეტი მოხმარდება და მისი დასრულება მიმდინარე წლის ბოლოს არის დაგეგმილი.