წინა სტატია
გორის მუნიციპალიტეტის მერის მოადგილეებად თამაზ შიოშვილი და ნიკოლოზ ღვინიაშვილი დაინიშნებიან.
ამის შესახებ რადიო "მოზაიკა" გასულ კვირას წერდა, თუმცა მაშინ აღნიშნული ინფორმაცია გორის მერმა, კონსტანტინე თავზარაშვილმა არ დაადასტურა. დღეს კი ცნობილი გახდა, რომ მოადგილეების პოზიციებს შიოშვილი და ღვინიაშვილი დაიკავებენ.
შეგახსენებთ, რომ მერის მოადგილეების პოზიციები ვაკანტური მას შემდეგ გახდა, რაც ერასტი ელიჯარაშვილმა და პაატა ივანიშვლმა თანამდებობები დატოვეს და გიორგი გახარიას გუნდს შეუერთდნენ.
სიღნაღის შშმ პირთა მშობელთა კავშირი მუნიციპალიტეტში მცხოვრები შშმ პირების ოჯახის წევრების დასაქმების ხელშეწყობისთვის ადვოკატირების პროექტს ახორციელებს. ამის შესახებ სტატიას კახეთის ხმა აქვეყნებს.
ორგანიზაციის წარმომადგენლების ინფორმაციით, პირველ ეტაპზე შეირჩნენ შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირების მშობლები, რომლებმაც ,,ნუკრიანის სახელოსნების” ბაზაზე გაიარეს გადამზადება, შეისწავლეს ხელსაქმე და პიროვნული განვითარების ტრენინგს დაესწრნენ.
ორგანიზაციის დამფუძნებელი თამთა კუსრაშვილი განმარტავს, რომ აღნიშნული გადამზადება სამიზნე ჯგუფის გასაძლიერებლად და განვითარებისთვის მნიშვნელოვანია.
,,2021 წლის მარტში...
წინა სტატია
შიდა ქართლში სახელმწიფო რწმუნებულის მოადგილედ ყოფილი პარლამენტარი, თენგიზ (თემურ) ხუბულური გახდა. ამის შესახებ რადიო მოზაიკა წერს.
დანიშვნის შესახებ ინფორმაცია გორის მერიის ერთ-ერთმა ა(ა)იპ-მა გაავრცელა.
აღნიშნულ თანამდებობაზე ხუბულურმა ამირან ქრისტესიაშვილი ჩაანაცვლა, რომელმაც თანამდებობა პირადი განცხადების საფუძველზე დატოვა.
ხუბულურს რადიო "მოზაიკა" რამდენიმე დღის წინ ესაუბრა, სადაც მან თანამდებობაზე დანიშვნის შესახებ ინფორმაცია არ დაადასტურა და აღნიშნა, რომ საქმიანობას იქ გააგრძელებს, სადაც ამას გუნდი გადაწყვეტს.
ინფორმაციისთვის,...
საქართველოს ბიზნეს ასოციაცია ტურისტული გადასახადის შემოღების ინიციატივით გამოდის.
ტურისტული მოსაკრებელი ქალაქის, საკურორტო, ეკოლოგიურ თუ სხვა ტურისტულ გადასახადებს მოიცავს. საქართველოს ბიზნეს ასოციაციაში აცხადებენ, რომ ინიციატივას ჯერ მხოლოდ იდეის ხასიათი აქვს თუმცა მისი განხილვა ტურიზმის ეროვნულ ადმინისტრაციასთან და კერძო სექტორთან ერთად იგეგმება.
საქართველოს ბიზნეს ასოციაციის ტურიზმის კომიტეტის თავმჯდომარე, გიორგი მარრი ამბობს, რომ გადასახადის დაწესების შემთხვევაში მთავარი საკითხი სწორედ აკუმულირებული თანხების სწორად განკარგვა იქნება....
გამყოფი ხაზის მიმდებარე სოფელ დიცში საპროტესტო აქცია გაიმართა. ადგილობრივი მოსახლეობა გზებზე ორმოულების ამოვსების პროექტს აპროტესტებს. ამის შესახებ შიდა ქართლის საინფორმაციო ცენტრი წერს.
"დაპირება იყო, რომ კაპიტალური გზა გაკეთდებოდა. ამის სანაცვლოდ, ორმოულების ამოვსება დაიწყეს. ეს ჩვენი დაცინვაა,'' - ამბობენ დიცელები.
საპროტესტო აქციაზე გორის მერიის ეკონომიკური სამსახურის უფროსი, ტარიელ მაისურაძე მივიდა. მისი თქმით, გზის რეაბილიტაციის პროექტი მომავალი წლისთვისაა დაგეგმილი.
რაც შეეხება ორმოულებს, სამშენებლო კომპანია...
შიდა ქართლის სახელმწიფო რწმუნებულის მოადგილემ თანამდებობა დატოვა. ამის შესახებ რადიო მოზაიკა წერს.
ამირან ქრისტესიაშვილს აღნიშნულ გადაწყვეტილებაზე განცხადება არ გაუკეთებია. გუბერნიაში კი განმარტავენ რომ ის სამსახურიდან პირადი განცხადების საფუძველზე წავიდა.
ინფორმაციისთვის, ქრისტესიაშვილი აღნიშნულ თანამდებობაზე 2019 წლის მარტში მაშინდელმა გუბერნატორმა, გიორგი ხოჯევანიშვილმა დანიშნა. სამხარეო ადმინისტრაციაში იმ პერიოდში აცხადებდნენ, რომ ახალი მოადგილე განათლებით იურისტია და ის შიდა ქართლში დევნილეთა საკითხებზე იმუშავებდა.
ჯერჯერობით, უცნობია სად გააგრძელებს...
წყალტუბოს მუნიციპალიტეტის მერმა გრიგოლ იოსელიანმა, მოადგილემ ალექსანდრე დადუნაშვილმა და ტურიზმის საკოორდინაციო ცენტრის დირექტორმა სალომე ქუთათელაძემ საოფისე პროგრამებისა და სოციალური მედიის კურსის მსმენელებს სერთიფიკატები გადასცეს.
როგორც მუნიციპალიტეტის მერმა აღნიშნა, შემდეგი ტრენინგები ახალგაზრდების ინტერესების გათვალისწინებით დაიგეგმება.
ინოვაციების ცენტრი არის სივრცე, სადაც ახალგაზრდებს შეუძლიათ, მიიღონ დამატებითი განათლება და შეიძინონ საჭირო უნარ-ჩვევები, იმუშაონ საინტერესო პროექტებზე და ერთმანეთს გაუზიარონ გამოცდილება.
აღსანიშნავია, რომ ტრენინგებზე ასაკობრივი შეზღუდვა არ არის და ნებისმიერ პირს...
დედაქალაქის მერის, კახა კალაძის განცხადებით, საზოგადოება მომავალ კვირას გაიგებს, თუ ვინ იქნება თბილისის მერობის კანდიდატი.
„კანდიდატებთან დაკავშირებით, თუ ვინ იქნება დედაქალაქის მერი, ამაზე მომავალ კვირას გექნებათ სრულყოფილი ინფორმაცია“, - თქვა კახა კალაძემ ჟურნალისტებთან საუბრისას.
ქობულეთის სოფელ დაგვის მოსახლეობამ გამაფრთხილებელი აქცია გამართა. ადგილობრივები გზაზე ბეტონის ზღუდეების მოწყობას ითხოვენ. ამბობენ, რომ პრობლემის მოსაგვარებლად მერიას რამდენჯერმე მიმართეს, მაგრამ უშედეგოდ. ინფორმაციას აჭარის მაუწყებელი ავრცელებს.
გზის პრობლემური მონაკვეთის მოვლა-პატრონობა აჭარის საავტომობილო გზების დეპარტამენტს ეკუთვნის. სადაც ამბობენ, რომ დამცავი ზღუდეების მოსაწყობად პროექტს მიმდინარე წლის ბოლომდე შეიძენენ და სარეაბილიტაციო სამუშაოები მომავალი წლის ბიუჯეტში იქნება გათვალისწინებული.
მანამდე კი დროებით არსებული რესურსის ფარგლებში, ბეტონის...
თბილისის მერმა, კახა კალაძემ მართვისა და ეკონომიკური განვითარების პოლიტიკის მიმართულებით განხორციელებული პროექტების ანგარიშის წარდგენისას განაცხადა, რომ პროექტის განხორციელებისას მხოლოდ ზედაპირულად განხორციელება და ფასადურად გაკეთება მიუღებელია.
„თბილისის კონკრეტულ უბნებში გვაქვს სერიოზული პრობლემები ინფრასტრუქტურის მიმართულებით – არ არსებობს არანაირი მიწისქვეშა კომუნიკაციები, სანიაღვრე სისტემა… გარდა იმისა, რომ ამ კონკრეტულ უბნებშია ეს ყველაფერი მოსაწესრიგებელი, ქალაქის ცენტრალურ უბნებში, ცენტრალურ რაიონებში, სადაც ინფრასტრუქტურულ სამუშაოს ვატარებთ, ჩამოვყალიბდით...
ხელვაჩაურში, სადაც წყლის სისტემა უკვე მოაწყვეს და აღმოაჩინეს, რომ დებეტი არ არის, წყალს ისევ მოძებნიან. ინფორმაციას აჭარის მაუწყებელი ავრცელებს.
ხელვაჩაურში სოფლების სასმელი წყლით მომარაგებასთან დაკავშირებით კითხვები მერის მოადგილეს 24 ივნისს საკრებულოს სხდომაზე დაუსვეს.
მერის მოადგილე ამბობს, რომ მიმდებარე ტერიტორიას სპეციალისტები ხელახლა შეისწავლიან და პროცესში ადგილობრივებსაც ჩართავენ.
მერიამ მუნიციპალიტეტის მთავარ ფინანსურ დოკუმენტში ცვლილება განახორციელა და არსებული ბიუჯეტი 4 მილიონ 541 ათას 14 ლარით...
ბიუჯეტის ცვლილების პროექტი ქობულეთის მუნიციპალიტეტის მერმა საკრებულოს წარუდგინა. ფინანსური დოკუმენტი 14 მილიონ 100 ლარით გაიზარდა. აქედან 6 მილიონზე მეტი გათვალისწინებულია ინფრასტრუქტურული პროექტებისთვის. ინფორმაცას აჭარის მაუწყებელი ავრცელებს.
ბიუჯეტის ცვლილების მიხედვით, ასევე სხდომაზე ითქვა, რომ გაიზრდება ბაღის პედაგოგების ანაზღაურება. 376 ათას 400 ლარით იზრდება ჯანდაცვის მიმართულების დაფინანსება. 851 ათასი ლარით ქობულეთის წყლის სუბსიდირება. ბიუჯეტში ცვლილების საკითხს სიტყვიერი კამათი და ხმაური მოჰყვა საკრებულოს...
რაში დახარჯავს ბათუმის მერია გაზრდილ ბიუჯეტს? ბიუჯეტი 14 მილიონი ლარით გაიზარდა, ამის შესახებ ინფორმაციას აჭარის მაუწყებელი ავრცელებს.
ბათუმში 3 საბავშო ბაღი აშენდება. ბაღების დეფიციტი ბათუმელებისთვის ერთ-ერთი მწვავე პრობლემა იყო.
მერია საბავშვო ბაღების შენობების მშენებლობისა და კაპიტალური რეაბილიტაციის სამუშაოების ტექნიკური ზედამხედველობის სამუშაოებსაც შეისყიდის.
გარდა საბავშვო ბაღებისა, ბათუმის გაზრდილი ბიუჯეტი სხვადასხვა სოციალურ პროგრამას, ჯანდაცვასა და ინფრასტრუქტურას მოხმარდება. ქალაქის მთავარი ფინანსური დოკუმენტის დამტკიცებას 2 ოპოზიციონერი...
წინა სტატია
კვლევას, რომლის მიხედვითაც სამცხე-ჯავახეთში სახელმწიფო შესყიდვებში გამოვლენილი დარღვევებისა და ბიუჯეტის თანხების მითვისებისთვის გასამართლებულები ტენდერებს უკონკურენტოდ იგებენ, ახალციხის მერი პასუხობს. ზაზა მელიქიძე ამბობს, რომ ამ ფაქტების მიუხედავად, ასეთ კომპანიებს კანონმდებლობა შესყიდვებში მონაწილეობას არ უკრძალავს. იგივე არგუმენტი აქვთ კვლევაში ნახსენები კომპანიების მფლობელებსაც. ამის შესახებ სამხრეთის კარიბჭე წერს.
რა წერია კვლევაში
„საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველოს“ კვლევის მიხედვით, სახელმწიფო შესყიდვებში გამოვლენილი დარღვევებისა და ბიუჯეტის თანხების მითვისებისთვის გასამართლებულმა ოთხმა პირმა, 2014-2021 წლებში, 80 სახელმწიფო შესყიდვიდან 7 442 197 ლარი მიიღო.
კვლევაში ნათქვამია, რომ შპს „რენესანსი 77-ისა“ და შპს „ნიუ პროჯეკტის“...
პარტია „გირჩი“ თვითმმართველობის არჩევნებზე მაჟორიტარობისა და მერობის კანდიდატების დაყენებას არ აპირებს. ამის შესახებ პარტიის ერთ-ერთმა ლიდერმა ვახტანგ მეგრელიშვილმა, „გირჩის“ ოფისში გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა. „მთავარი ამბავი არის ის, რომ ამ ეტაპზე ჩვენ არ ვაპირებთ არც მაჟორიტარობის და არც მერობის კანდიდატების დაყენებას, ჩვენთვის ეს არის საპარლამენტო და ლეგიტიმაციის არჩევნები, ამიტომაც ბუნებრივია, რომ ჩვენ ამ არჩევნებზე წარმატების მიღწევა გვინდა. ჩვენთვის წარმატება ნიშნავს, მინიმუმ...
1 ივლისიდან ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტში უნგრული დაბალბიუჯეტიანი ავიაკომპანია Wizz Air-ის ბაზა ბრუნდება, - ამის შესახებ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა განაცხადა.
უწყების ცნობით, ევროპის ყველაზე სწრაფად მზარდი დაბალბიუჯეტური ავიაკომპანია საქართველოდან ევროპის მიმართულებით დამატებით რეისებს მილანის, პრაღის, ათენის, სალონიკის, ლარნაკასა და მემინგენის მიმართულებით შეასრულებს.
„ტურისტული სეზონის გახსნასთან ერთად, ძალიან სასიხარულო ამბავი გვაქვს - „ვიზეარის“ ბაზა ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტში დაბრუნდა და ივლისიდან ფრენებს...
ბლოგი
ტესტი
ვინ რას წყვეტს? – გაარჩიე უფლებამოსილებები
შეგიძლია, გაარჩიო, რომელ საკითხს წყვეტს ადგილობრივი ხელისუფლება და რომელს - ცენტრალური? - შეავსე ქვიზი და გაიგე, რამდენად კარგად ერკვევი მმართველობით სისტემებში.
დავიწყოთ!







































