ქობულეთის სოფელ დაგვის მოსახლეობა გზის რეაბილიტაციას ითხოვს

460

ქობულეთის სოფელ დაგვის მოსახლეობამ გამაფრთხილებელი აქცია გამართა. ადგილობრივები გზაზე ბეტონის ზღუდეების მოწყობას ითხოვენ. ამბობენ, რომ  პრობლემის მოსაგვარებლად მერიას რამდენჯერმე მიმართეს, მაგრამ უშედეგოდ. ინფორმაციას აჭარის მაუწყებელი ავრცელებს.

გზის პრობლემური მონაკვეთის მოვლა-პატრონობა აჭარის საავტომობილო გზების დეპარტამენტს ეკუთვნის. სადაც ამბობენ, რომ დამცავი ზღუდეების მოსაწყობად პროექტს მიმდინარე წლის ბოლომდე შეიძენენ და  სარეაბილიტაციო სამუშაოები მომავალი წლის ბიუჯეტში იქნება გათვალისწინებული.

მანამდე კი დროებით არსებული რესურსის ფარგლებში, ბეტონის ზღუდეებს განათავსებენ.