ხელვაჩაურში გაზრდილი ბიუჯეტი წყლის სისტემების მოწესრიგებას მოხმარდება

338

ხელვაჩაურში, სადაც წყლის სისტემა უკვე მოაწყვეს და აღმოაჩინეს, რომ  დებეტი არ არის,  წყალს ისევ მოძებნიან. ინფორმაციას აჭარის მაუწყებელი ავრცელებს.

ხელვაჩაურში სოფლების სასმელი წყლით მომარაგებასთან დაკავშირებით კითხვები მერის მოადგილეს 24 ივნისს საკრებულოს სხდომაზე დაუსვეს.

მერის მოადგილე ამბობს, რომ მიმდებარე ტერიტორიას სპეციალისტები ხელახლა შეისწავლიან და პროცესში ადგილობრივებსაც ჩართავენ.

მერიამ მუნიციპალიტეტის მთავარ ფინანსურ დოკუმენტში ცვლილება განახორციელა და არსებული ბიუჯეტი 4 მილიონ 541 ათას 14 ლარით გაიზარდა. თანხის ნაწილი ხელვაჩაურმა მუნიციპალური განვითარების ფონდიდან, ნაწილი კი აჭარის რესპუბლიკური ბიუჯეტიდან მიიღო. მერია მას  წყლის სისტემის მოწესრიგებასთან ერთად, ფერდსამაგრ სამუშაოებზე, სოციალურ სახლსა და სკვერების მოწყობაზე დახარჯავს.