რაში დახარჯავს ბათუმის მერია გაზრდილ ბიუჯეტს

325

რაში დახარჯავს ბათუმის მერია გაზრდილ ბიუჯეტს? ბიუჯეტი 14 მილიონი ლარით გაიზარდა, ამის შესახებ ინფორმაციას აჭარის მაუწყებელი ავრცელებს.

ბათუმში 3 საბავშო ბაღი აშენდება. ბაღების დეფიციტი ბათუმელებისთვის ერთ-ერთი მწვავე პრობლემა იყო.

მერია საბავშვო ბაღების შენობების მშენებლობისა და კაპიტალური რეაბილიტაციის სამუშაოების ტექნიკური ზედამხედველობის სამუშაოებსაც შეისყიდის.

გარდა საბავშვო ბაღებისა, ბათუმის გაზრდილი ბიუჯეტი სხვადასხვა სოციალურ პროგრამას, ჯანდაცვასა და ინფრასტრუქტურას მოხმარდება. ქალაქის მთავარი ფინანსური დოკუმენტის დამტკიცებას 2 ოპოზიციონერი მოწინააღმდეგე ჰყავდა.