გორის მერის მოადგილეებად თამაზ შიოშვილი და ნიკოლოზ ღვინიაშვილი დაინიშნენ

476

წინა სტატია

გორის მუნიციპალიტეტის მერის მოადგილეებად თამაზ შიოშვილი და ნიკოლოზ ღვინიაშვილი დაინიშნებიან.

ამის შესახებ რადიო “მოზაიკა” გასულ კვირას წერდა, თუმცა მაშინ აღნიშნული ინფორმაცია გორის მერმა, კონსტანტინე თავზარაშვილმა არ დაადასტურა. დღეს კი ცნობილი გახდა, რომ მოადგილეების პოზიციებს შიოშვილი და ღვინიაშვილი დაიკავებენ.

შეგახსენებთ, რომ მერის მოადგილეების პოზიციები ვაკანტური მას შემდეგ გახდა, რაც ერასტი ელიჯარაშვილმა და პაატა ივანიშვლმა თანამდებობები დატოვეს და გიორგი გახარიას გუნდს შეუერთდნენ.