სიღნაღის სათემო ორგანიზაცია შშმ პირების მშობლებს დასაქმებაში ეხმარება

1216

სიღნაღის შშმ პირთა მშობელთა კავშირი მუნიციპალიტეტში მცხოვრები შშმ პირების ოჯახის წევრების დასაქმების ხელშეწყობისთვის ადვოკატირების პროექტს ახორციელებს. ამის შესახებ სტატიას კახეთის ხმა აქვეყნებს.

ორგანიზაციის წარმომადგენლების ინფორმაციით, პირველ ეტაპზე შეირჩნენ შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირების მშობლები, რომლებმაც ,,ნუკრიანის სახელოსნების”  ბაზაზე გაიარეს გადამზადება, შეისწავლეს ხელსაქმე და  პიროვნული განვითარების ტრენინგს დაესწრნენ.

ორგანიზაციის დამფუძნებელი თამთა კუსრაშვილი განმარტავს, რომ აღნიშნული გადამზადება სამიზნე ჯგუფის გასაძლიერებლად და განვითარებისთვის მნიშვნელოვანია.

,,2021 წლის მარტში ჩვენ კონსულტაციის და ტრენინგის ცენტის (CTC) მხარდაჭერით დავიწყეთ ადვოკატირების პროექტის განხორცილება, რომელიც მიზნად ისახავს ზრდასრული შშმ პირების და მშობლების დასაქმების ხელშეწყობას. 

პირევლ ეტაპზე მოხდა შშმ პირების  და მშობლების შერჩევა, ხოლო მეორე ეტაპზე  ბენეფიციარებმა გაიარეს გადამზადება „ნუკრიანის სახელოსნოების“ ბაზაზე. თითოეულმა მათგანმა გაიარა პიროვნული განვითარების ტრენინგები, რაც მნიშვნელოვანია მათი დამოუკიდებლობის ხარისხის გაზრდისა და თვითშეფასების ასამაღლებლად. 

შეისწავლეს ხელსაქმე, თექა, ქვილთი და შესაფუთი ნედლეულის დამზადება, რომელსაც ახლა უკვე ჩვენ სივრცეში იყენებენ და შემოსავლის ერთ-ერთ წყაროდ აქციეს. პროექტის წარმატებით განხორციელებაში აქტიურად ჩაერთო ადგილობრივი თვითმართველობა, ტრანსპორტირებით დაგვეხმარნენ 10 დღის განმავლობაში სწავლება-სტაჟირების ეტაპის გასავლელად’’,– ამბობს ორგანიზაციის წარმომადეგენლი.

თამთას განმარტებით, ორგანიზაციის განვითარებისა და დასახული მიზნების მისაღწევად, პროექტების განხორციელების პარალელურად ისინი ადგილობრივ თვითმმართველობასთანაც აქტიურად თანამშრომლობენ.

იმისთვის, რომ დღეს შშმ პირების მიმართ მიდგომა და არსებული პრობლემები მოგვარდეს, აუცილებელია საზოგადოებრივმა, დონორმა ორგანიზაციებმა, დაინტერესებულმა პირებმა და თვითმმართველობამ აქტიურად იმუშავოს.

,,ჩვენი ორგანიზაცია მერიაში არსებული შშმ პირთა საკონსულტაციო საბჭოს წევრია და ყველა მათ დაგეგმილ აქტივობაში აქტიურად ვმონაწილეობთ. თუმცა, რათქმაუნდა, მათი როლი გაცილებით მეტი უნდა იყოს, უნდა ხდებოდეს შშმ პირების აქტიური გადამზადება, სწავლება და შემდგომში დასაქმების ხელშეწყობა. ადგილობრივი თვითმართველობა უნდა იყოს მაგალითის მიმცემი ბიზნეს სექტორის წარმომადგენლებისთვის და ზოგადად საზოგადოებისთვის, იმისთვის რომ საბოლოდ დაიმსხვრას ის სტიგმა, რაც არსებობს ჯერ კიდევ შშმ თემთან დაკავშირებით’’,- აღნიშნავს საუბრისას თამთა კუსრაშვილი.

შშმ პირთა მშობელთა კავშირის წარმომადგენელი ასევე განხორციელებულ აქტივობებზე საუბრობს. მისი თქმით, ორგანიზაცია 2013 წელს შეიქმნა და დღემდე შშმ პირების უფლებების დასაცავად აქტიურად მუშაობს.

,,2013 წელს ინკლუზიური განათლების ფაკულტეტის მეორე კურსის სტუდენტმა, გადავწყვიტე, ჩემს მუნიციპალიტეტში დაბრუნება და შშმ პირების პრობლემებზე და გამოწვევებე მუშაობა. მინდოდა გამეგო, სად იყვნენ, რას აკეთებდნენ და რა პრობლემები ჰქონდათ. დავიწყე და ასე ძიებაში ნელ-ნელა ჩემ გვერდით მყოფი ადამიანების რიცხვი გაიზარდა. შევქმენით საინციატივო ჯგუფი  და დავიწყეთ პრობლემების იდენტიფიცირება.

 ამ დროის განმავლობაში ბევრი ადამიანი გავიცანი, ბევრი რამ ვისწავლე და მიხვდი, რომ შშმ პირების კუთხით ყველაზე აქტიურად მშობელთა ორგანიზაციები მუშაობდნენ, მათ ყველაზე დიდი გამოცდილება ქონდათ და ყველაზე მეტად აინტერესებდათ ეს თემა. პირველი ჩვენი აქტივობა,“დაუნის სინდრომის საერთაშორისო დღესთან” დაკავშირებით ჩატარებული ღონისძიება იყო, სწორედ ამ დღეს დაიწყო და ამ დრომდე ჩვენი აქტიურობა, ბრძოლა შშმ პირთა უფლელებისთვის გრძელდება.

2018 წლის 28 თებერვალს „კოალიცია მოძრაობა ცვლილებების“ პროექტის ფარგლებში  დავაფუძნეთ ორგანიზაცია, დაფუძნებლები ვართ მე და ნიკა ჯავაშვილი, რომელთან ერთადაც დავიწყე შშმ პირთა თემატიკაზე აქტიური მუშაობა. ორგანიზაციის წევრები კი არიან მშობლები. სახელწოდება შშმ პირთა მშობელთა კავშირიც ზუსტად ამ მიზნით ქვია. მას შემდეგ რაც ორგანიზაცია დავაფუძნეთ, აქტიურად მხარდამჭერების, დაინტერესებული პირების, და იმ ოჯახების მოძიება დავიწყეთ,  სადაც  შშმ პირები ცხოვრობდნენ. ამჟამად  ვახორციელებთ სხვადასხვა აქტივობებს, მათ შორის, საკუთარი ხარჯებით ვაწყობდით მათთვის ივენთებს”. 

თამთას თქმით, მუშაობის დაწყებიდან დღემდე შშმ პირების და მათი ოჯახების ხელშესაწყობად და გასაძლიერებლად ბევრი აქტივობა, ღონისძიება და პროექტი განახორციელეს, რომელთა ნაწილი მოხალისეობრივად, ნაწილი კი დონორი ორგანიზაციების დახმარებით გააკეთეს.

,,2018 წელს ჩვენი აქტიურობის შემდეგ დაგვიკავშირდა შვეიცარიული ორგანიზაცია MTE და დღემდე ჩვენი აქტიური მხარდამჭერია. ეს ორგანიზაცია წელიწადში სამჯერ ჩამოდის საქართველოში, ჩამოყავს ქართველი და უცხოელი სპეციალისტები და ადგილობრივ თემს (შშმ პირებს და მათ ოჯახებს) აძლიერებს ტრენინგების და შემეცნებითი აქტივობებით.

2019 წელს კარდაკარის პრინციპით გავაკეთეთ საინფორმაციო ბაზა შშმ პირების და მათი საჭიროებების შესახებ და დავიწყეთ ამ პრობლემების ინდენტიფიცირება. 0-დან 6 წლამდე შშმ პირების მშობლებს მივაწოდეთ სათანადო იფორმაცია ადრეული განვითარების პროგრამაზე. 6 დან 18 წლამდე ასაკის შშმ პირებისთვის კი ინფორმირება მოხდა მშობლების და ინკლუზიური განთლების პედაგოგებისთვის და ინკლუზიური განათლების ტრენინგები განვახორციელეთ’’.

ორგანიზაციის ხელმძღვანელი ასევე არსებულ გამოწვევებსა და პრობლემებზე ამახვილებს ყურადღებას.

,,შშმ პირებს ჯერ კიდევ არ აქვთ შესაფერისი გარემო, იმისთვის რომ ისწავლონ, იმუშავონ, გაერთონ, დაისვენონ და იყვნენ საზოგადოების სრულყოფილი წევრები. სწორედ ამიტომ ჩვენი სამიზნე ჯგუფი გახდა ზრდასრული შშმ პირები და მათი მშობლები. 

მშობლები იმიტომ, რომ შვილების გამო ძირითადად ისინიც სულ სახლში არიან. ძალიან ბევრს ვფიქრობდით რა შეიძლებოდა გაგავეკთებინა. ისინი გამოგვყავდა და ვცდილობდით მათი უნარების შეფასებას, სწავლებას და ახლა უკვე ვიცით თითოეული მათგანის შესაძლებლობები, სურვილები და მიზნები.

 მიუხედავად იმისა, რომ ჯერ კიდევ ბევრი რამეა გასაკეთებელი, წინ გადადმული ნაბიჯები გავქვს და გვჯერა მეტს შევძლებთ. ჩვენ სივრცეში, რომელიც დაქირავებული  გვაქვს ქალაქ წნორში, ზრდასრული შშმ პირები და მშობლები მუშაობენ ხელნაკეთი ნივთების დამზადებაზე, ვსწავლობთ ხის ნაწარმზე მუშაობას და გვინდა თიხაზე მუშაობაც ვისწავლოთ, რაც სამომავლოდ ჩვენი ერთ- ერთი მიმართულება იქნება სოციალურ საწარმოში.

გარდა ამისა, უკვე დამზადებული ნამუშევრებით ვაწყობთ გამოფენა-გაყიდვებს, რომლის მიზანიც საკუთარი სახლის შესაძენად თანხის მოგროვებაა. გვინდა რომ გვქონდეს გარანტია ფართის, რაც დაგვეხმარება საქმიანობის წარმატებით განხორცილებაში’’,- განმარტავს თამთა კუსრაშვილი.

სტატია შემუშავებულია ა(ა)იპ „სიღნაღის შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა მშობელთა კავშირის“ მიერ, კონსულტაციისა და ტრენინგის ცენტრის  (CTC) მხარდაჭერით  პროექტის: შშმ პირების და მათი მშობლების დასაქმების ადვოკატირება’’ შესაბამისად.  პროექტი ხორციელდება ევროკავშირის მიერ დაფინანსებული პროექტის: ,,მუნიციპალური სერვისების ხარისხის შეფასების ინსტრუმენტი (MUSQAT)‘’ ფარგლებში.

სტატია შექმნილია ევროკავშირის ფინანსური მხარდაჭერით. მის შინაარსზე სრულად პასუხისმგებელნი არიან დოკუმენტის ავტორები და შესაძლოა, რომ იგი არ გამოხატავდეს ევროკავშირის ან კონსულტაციისა და ტრენინგის ცენტრის შეხედულებებს.