კახა კალაძე: დედაქალაქის მერობის კანდიდატის ვინაობა მომავალ კვირას გახდება ცნობილი

314

დედაქალაქის მერის, კახა კალაძის განცხადებით, საზოგადოება მომავალ კვირას გაიგებს, თუ ვინ იქნება თბილისის მერობის კანდიდატი.

„კანდიდატებთან დაკავშირებით, თუ ვინ იქნება დედაქალაქის მერი, ამაზე მომავალ კვირას გექნებათ სრულყოფილი ინფორმაცია“, – თქვა კახა კალაძემ ჟურნალისტებთან საუბრისას.