გორის მერმა კოტე თავზარაშვილმა ახალი მოადგილეები დანიშნა. ვაკანტური თანამდებობები თამაზ შიოშვილმა და ნიკა ღვინიაშვილმა დაიკავეს.
თამაზ შიოშვილი კულტურისა და სოციალურ მიმართულებებს გაუძღვება. იგი იყო საქართველოს მე-8 მოწვევის პარლამენტის წევრი იყო. ის 2012-2016 წლებში "თავისუფალი დემოკრატების'' რეგიონულ ოფისს ხელმძღვანელობდა.
ნიკა ღვინიაშვილი მერიაში ინფრასტრუქტურულ, ქონების მართვისა და ფინანსურ საკითხებს გაუწევს კურირებას. 2015 წლიდან დღემდე მას სს "სილქნეტის" შიდა ქართლისა და მცხეთა მთიანეთის რეგიონული...
ბაღდათის მერიასთან სოფელ ვარციხეს მოსახლეობაა შეკრებილი. მოქალაქეები სოფლის სპორტკომპლექსის გასხვისებას აპროტესტებენ. ინფორმაციას ნიუპრესი ავრცელებს.
ადგილობრივები აცხადებენ, რომ მოედანი ახალგაზრდების ერთადერთი თავშეყრის ადგილია.
მათი თქმით, ობიქეტი საპრივატიზაციო ნუსხაში ადგილობრივი ხელისუფლების გადაწყვეტილები მოხვდა. მათივე ინფორმაციით, ტერიტორიას კომპანია "შატო მუხრანი" ყიდულობს და ადგილზე ვენახის გაშენებას გეგმავს.
მოსახლეობისთვის მერიის ალტერნატიული შეთავაზება მოუღებელია და პროტესტის გაგრძელებას აპირებენ. საკითხი საკრებულოს სხდომაზე დღეს გადის.
პირველი ივლისიდან სოციალურად დაუცველი ბავშვების დახმარება გაორმაგდება და 50 ლარის ნაცვლად 100 ლარი გახდება, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერმინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა განაცხადა.
„უწყვეტად ხორციელდება სოციალური პროგრამები და სერვისები სიღარიბისა და სოციალური რისკების შესამცირებლად. 1 ივლისიდან სოციალურად დაუცველ ბავშვთა დახმარება გავაორმაგეთ და თითოეულ ბავშვზე 100 ლარი დავაწესეთ. ასევე იზრდება მოცვა – 100000 ქულის ნაცვლად 120000 ქულის მქონე ბავშვიანი ოჯახები მიიღებენ დახმარებას.
„სახელმწიფო...
საქართველოს მთავრობამ „იზოლაციისა და კარანტინის წესების დამტკიცების შესახებ“ დადგენილებაში ცვლილებები შეიტანა, რომელიც 2021 წლის ერთიან ეროვნულ გამოცდებზე კოვიდინფიცირებული აპლიკანტების არდაშვების წესს ეხება.
მთავრობის დადგენილების თანახმად, რომელიც 29 ივნისს გამოქვეყნდა, კოვიდინიფიცრებული აპლიკანტის შესახებ ცენტრი ინფორმაციას დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრისგან მიიღებს. ინფორმაცია კონფიდენციალური იქნება და ის ცნობილი იქნება მხოლოდ შესაბამისი ცენტრის თანამშრომლებისთვის. აპლიკანტი გამოცდაში მონაწილეობას, საგამოცდო ცენტრის მიერ დადგენილ ვადაში შეძლებს.
„შეფასებისა და...
საჯარო სკოლების დირექტორების შესარჩევ კონკურსზე კახეთის რეგიონიდან შესაბამის ვებ-გვერდზე, დირექტორობის 85 მსურველი დარეგისტრირდა, თუმცა კონკურსი გადაიდო, ვებ გვერდი კი გაუქმებულია. ინფორმაციას კახეთის ხმა ავრცელებს.
დირექტორის თანამდებობაზე კონკურსში მონაწილე პირებისათვის, განათლებისა და მეცნიერების სამინისტროში მიზეზი არ განუმარტავთ.
” სპეციალური საიტი იყო, სადაც დავრეგისტრირდით და კონკურსს ველოდებოდით, თუმცა არც დაინიშნა, გვერდიც აღარ იძებნება და არც არავის განუმარტავს, რა ხდება”- , თქვა რადიო ჰერეთთან...
თბილისის ვიცე-მერის ირაკლი ხმალაძის განცხადებით, ექსპლუატაციაში შესვლასთან დაკავშირებული რეგულაცია იმ მშენებლობებს შეეხება, რომლებზეც სამშენებლო ნებართვა 2022 წლიდან გაიცემა.
როგორც ხმალაძემ ჟურნალისტებს განუცხადა, სამშენებლო ამნისტიის კანონპროექტი ბიზნესთან მჭიდრო კომუნიკაციის შედეგად მომზადდა.
„სამშენებლო სექტორთან კომუნიკაცია კანონპროექტის მომზადების ეტაპზევე გვქონდა. ეს პუნქტი მათთან დეტალურად გავიარეთ. ყველა ერთსულოვნად შევთანხმდით, რომ ეს რეგულაცია სწორია. ის, რომ დღეს, ხალხი ექსპლუატაციაში მიუღებელ საცხოვრებელ სახლებშია შესახლებული, სწორედ ამ რეგულაციის...
ცენტრალური საარჩევნო კომისიის სპიკერის, ნათია იოსელიანის განცხადებით, ცესკო-ს ახალი თავმჯდომარის არჩევამდე, მის მოვალეობას თამარ ჟვანიას მოადგილე გიორგი შარაბიძე შეასრულებს.
ამასთანავე, ნათია იოსელიანის განმარტებით, თამარ ჟვანია ელოდებოდა ახალ საკანონმდებლო სიახლეებს, რის შემდეგაც გეგმავდა შესაბამისი გადაწყვეტილების მიღებას.
„დღეს თამარ ჟვანიამ მოიწვია ყველა თანამრომელი. თანამშრომლებს გაუზიარა თავისი გადაწყვეტილება. რაც შეეხება მის გადაწყვეტილებას, ზუსტად ერთი კვირის წინ, როდესაც ის იმყოფებოდა საკანონმდებლო ორგანოში, ხაზი გაუსვა იმას, რომ...
ველოდებით ცესკო-ს ახალ თავმჯდომარეს, ველოდებით კომისიის ახალ წევრებს, რომ შემოდგომაზე შევძლოთ და ჩავატაროთ საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისი არჩევნები საქართველოში,- ამის შესახებ ცესკო-ს სპიკერმა ნათია იოსელიანმა ბრიფინგზე განაცხადა.
როგორც იოსელიანმა აღნიშნა, ცენტრალური საარჩევნო კომისიის ყოფილი თავმჯდომარის, თამარ ჟვანიას გადადგომის შესახებ ინფორმაცია საქართველოს პარლამენტს გადაეგზავნა.
„როგორც მოგეხსენებათ, ქალბატონმა თამარმა საკუთარ „ფეისბუკის“ გვერდზე ატვირთა გადადგომის შესახებ განცხადება. რაც შეეხება საარჩევნო ადმინისტრაციას, საარჩევნო ადმინისტრაცია ქალბატონ თამარს უხდის...
29 ივნისს ბორჯომში, სოფელ სადგერში მცხოვრებლებმა, რომლებიც წლებია კუთვნილი ნაკვეთებიდან, მაღალი ძაბვის ანძების გატანას უშედეგოდ ითხოვენ, დასახმარებლად „ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციას“ მიმართეს, წერილი გაუგზავნეს ენერგოომბუდსმენსაც. როგორც ადგილობრივები აცხადებენ, იძულებულები არიან დასახმარებლად ყველა უწყებას მიმართონ რადგან, ენერგოპრო –ჯორჯიას წარმომადგენლები მათთან კონტაქტზე არ გამოდიან. მათი პროტესტის მიუხედავად, კომპანია სამუშაოებს განაგრძობს, ვითარებას ადგილზე პოლიცია აკონტროლებს. ამის შესახებ სამხრეთის კარიბჭე წერს.
საია-ს წარმომადგენელი, ქეთი ბებიაშვილი...
ქობულეთში 1 ოქტომბრამდე მიწის საიჯარო გადასახადისგან თავისუფლდებიან ისინი, ვინც სხვადასხვა ტურისტულ ობიექტს სეზონურად ამუშავებენ. ინფორმაციას აჭარის მაუწყებელი ავრცელებს.
შეღავათები ეხება კაფე-ბარებს, მათ შორის ბუნგალოებს, სავაჭრო გასართობ ობიექტებს და ზღვისპირა სანაპირო ზოლში საპლაჟო და გასართობ ინფრასტრუქტურას.
ქობულეთის საკრებულომ ეს გადწყვეტილება პანდემიის დროს შექმნილი ეკონომიკური კრიზისის გამო მიიღო.
თბილისის მერის მოადგილის ირაკლი ხმალაძის განცხადებით, გარე რეკლამის ნებართვის შესახებ აუქციონი, რამდენიმე ლოტად გამოცხადდება. ამის შესახებ მან BM.GE-ს აუქციონის გამოცხადების პირობებთან დაკავშირებული კითხვის საპასუხოდ განუცხადა.
მისი ინფორმაციით, სამხარაულის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს შეფასების შედეგად გადაწყდა, რომ აუქციონი რამდენიმე ლოტად გაიმართება, თუმცა ლოტების რაოდენობა ჯერ უცნობია. ირაკლი ხმალაძემ ასევე აღნიშნა, რომ აუქციონის ღირებულებას კომპანიები მისი გამოცხადების შემდეგ გაიგებენ.
„სამხარაულთან მიმდინარეობდა მუშაობა ფასის...
ლოგიკას, თუ რომელიმე ერთი პოლიტიკური პარტია არის ყველაზე დიდი, ამიტომ მხოლოდ მისი კანდიდატი უნდა იყოს მერობის კანდიდატი, ნამდვილად არ ვიზიარებ, - ასე გამოეხმაურა „სტრატეგია აღმაშენებლის“ წევრი თეონა აქუბარდია ჟურნალისტებთან საუბრისას „ნაციონალური მოძრაობის“ წევრის გიორგი ბარამიძის განცხადებას, რომლის მიხედვითაც, თბილისის მერობის ოპოზიციის საერთო კანდიდატი „ნაციონალური მოძრაობიდან“ უნდა იყოს.
მისივე თქმით, „სტრატეგია აღმაშენებელს“ აქვს საკუთარი სტრატეგია და ხედვა თბილისის მერობის კანდიდატთან დაკავშირებით.
„ამ ეტაპზე...
ახალციხეში მოსახლეობის ნაწილს მეორე კვირაა სასმელი წყლის პრობლემა აქვს, ადგილობრივები ამბობენ, რომ წყლის მიწოდების განრიგი შემცირდა, ზოგიერთ ქუჩაზე კი საერთოდ არ მოდის. გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიის ახალციხის სერვისცენტრის ხელმძღვანელის, გიორგი გოგოლაურის თქმით, პრობლემა მაღალ ტემპერატურასა და სასმელი წყლის მოხმარების გაზრდასთანაა დაკავშირებული. ამის შესახებ სამხრეთის კარიბჭე წერს.
წყლის მიწოდების შემცირებულ განრიგზე ჩივიან გურამიშვილის, ბაღინაშვილისა და ქეთევან დედოფლის ქუჩებზე მცხოვრებლები. მათი თქმით, სამი...
ოპოზიციის მორიგი ბრალდება „ქართულ ოცნებას“. „ნაციონალურ მოძრაობაში“ გამართულ ბრიფინგზე განაცხადეს, რომ აჭარის მთავრობა სახელმწიფო მიწის ნაკვეთებს მასობრივად ჰყიდის. ინფორმაციას ტვ25 ავრცელებს.
რეზო ხარაზის განმარტებით, რეგიონში, 20 სხვადასხვა არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების ტერიტორიაზე აუქციონია გამოცხადებული. მისივე მტკიცებით, მიწების საწყისი ფასი, ძალიან დაბალია, ხოლო აუქციონის პირობები არარეალური.
ხელისუფლების ოპონენტი, ამ გარემოებას 2 მიზეზით ხსნის: პირველი, მთავრობა ცდილობს წინასაარჩევნოდ გაზრდილი აჭარის ბიუჯეტი შეავსოს და მეორე -...
სასმელი და სარწყავი წყლის დეფიციტი, დაზიანებული შიდა გზები, მოუწესრიგებელი საფეხმავლო ხიდი და სპორტული მოედანი — მინაძე, პატარა სოფელი ბევრი პრობლემით. სოფლის პრობლემებზე toktv.ge წერს.
დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრი ვარაუდობს, რომ წელს განსაკუთრებით ცხელი ზაფხული იქნება და რეკომენდაციის სახით მზისგან დაცვას და ბევრი წყლის მიღებას გვირჩევს, თუმცა, საინტერესოა როგორ გავრცელდება რეკომენდაცია ისეთ სოფლებზე და დასახლებებზე, სადაც წყლის დეფიციტია. ასეთი ადგილები კი...
რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანია რეგიონებში ინფრასტრუქტურულ სამუშაოებს აქტიურად განაგრძობს. უწყების პრესსამსახურის ცნობით, დასრულების ეტაპზეა ქალაქ გორში, კვერნაკის დასახლების უწყვეტი წყალმომარაგებისთვის მიმდინარე სამშენებლო სამუშაოები.
მათი ინფორმაციით, რეზერვუარი, რომელიც კვერნაკის დასახლებას წყალმომარაგებით უზრუნველყოფს, 1965 წელს არის აგებული და მას შემდეგ რეაბილიტაცია არ ჩატარებია.
„არსებული მილები მოძველებულია, რის გამოც მოსახლეობას წყალი დღის განმავლობაში რამდენიმე საათით მიეწოდება. სამუშაოების ფარგლებში მოეწყო 800 კმ-მდე...
ბლოგი
ტესტი
ვინ რას წყვეტს? – გაარჩიე უფლებამოსილებები
შეგიძლია, გაარჩიო, რომელ საკითხს წყვეტს ადგილობრივი ხელისუფლება და რომელს - ცენტრალური? - შეავსე ქვიზი და გაიგე, რამდენად კარგად ერკვევი მმართველობით სისტემებში.
დავიწყოთ!







































