ქობულეთში 1 ოქტომბრამდე მიწის საიჯარო გადასახადისგან თავისუფლდებიან ისინი, ვინც სხვადასხვა ტურისტულ ობიექტს სეზონურად ამუშავებენ. ინფორმაციას აჭარის მაუწყებელი ავრცელებს.
შეღავათები ეხება კაფე-ბარებს, მათ შორის ბუნგალოებს, სავაჭრო გასართობ ობიექტებს და ზღვისპირა სანაპირო ზოლში საპლაჟო და გასართობ ინფრასტრუქტურას.
ქობულეთის საკრებულომ ეს გადწყვეტილება პანდემიის დროს შექმნილი ეკონომიკური კრიზისის გამო მიიღო.