აბიტურიენტი, რომელიც ვაქცინაციისას საგამოცდო ბარათს წარდგენს, COVID 19-ის ტესტირებაზე პრიორიტეტულ ნუსხაში იქნება

278

საქართველოს მთავრობამ „იზოლაციისა და კარანტინის წესების დამტკიცების შესახებ“ დადგენილებაში ცვლილებები შეიტანა, რომელიც 2021 წლის ერთიან ეროვნულ გამოცდებზე კოვიდინფიცირებული აპლიკანტების არდაშვების წესს ეხება.

მთავრობის დადგენილების თანახმად, რომელიც 29 ივნისს გამოქვეყნდა, კოვიდინიფიცრებული აპლიკანტის შესახებ ცენტრი ინფორმაციას დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრისგან მიიღებს. ინფორმაცია კონფიდენციალური იქნება და ის ცნობილი იქნება მხოლოდ შესაბამისი ცენტრის თანამშრომლებისთვის. აპლიკანტი გამოცდაში მონაწილეობას, საგამოცდო ცენტრის მიერ დადგენილ ვადაში შეძლებს.

„შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრი უფლებამოსილია, ყოველდღიურად დაცული ფორმით მიიღოს სსიპ – ლ. საყვარელიძის სახელობის დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრისგან ინფორმაცია, რომელ გამოსაცდელს დაუდასტურდა COVID-19-ის ინფექცია შესაბამის გამოცდამდე 14 დღის განმავლობაში“, – ვკითხულობთ დადგენილებაში.

დოკუმენტში ასევე ასახულია, გამოცდებში იმ აბიტურიენტების მონაწილეობის წესი, რომლებიც საკარანტინე სივრცეებში იმყოფებიან.

„გამოსაცდელი, რომელიც იმყოფება საკარანტინე სივრცეში ან, ამ დადგენილებით განსაზღვრული წესით, ქვეყანაში ჩამოსვლის შემდეგ უნდა გადავიდეს კარანტინში, უფლებამოსილია, მონაწილეობა მიიღოს გამოცდაში 72 საათით ადრე პჯრ (პოლიმერაზული ჯაჭვური რეაქცია) მეთოდით ტესტირების შემდეგ. გამოცდებს შორის პერიოდში პირი უნდა დაბრუნდეს საკარანტინე სივრცეში“, – ნათქვამია დოკუმენტში.