გორის მერმა ორი ახალი მოადგილე დანიშნა

475

გორის მერმა კოტე თავზარაშვილმა ახალი მოადგილეები დანიშნა. ვაკანტური თანამდებობები თამაზ შიოშვილმა და ნიკა ღვინიაშვილმა დაიკავეს.

თამაზ შიოშვილი კულტურისა და სოციალურ მიმართულებებს გაუძღვება. იგი იყო საქართველოს მე-8 მოწვევის პარლამენტის წევრი იყო. ის 2012-2016 წლებში “თავისუფალი დემოკრატების” რეგიონულ ოფისს ხელმძღვანელობდა.

ნიკა ღვინიაშვილი მერიაში ინფრასტრუქტურულ, ქონების მართვისა და ფინანსურ საკითხებს გაუწევს კურირებას. 2015 წლიდან დღემდე მას სს “სილქნეტის” შიდა ქართლისა და მცხეთა მთიანეთის რეგიონული დირექტორის თანამდებობა ეკავა.

გორის მუნიციპალიტეტის მერის მოადგილეების თანამდებობები ერთ თვეზე მეტია ვაკანტური იყო. მანამდე ამ თანამდებობეს ერასტი ელიჯარაშვილი და პაკო ივანიშვილი ხელმძღვანელობდნენ. ელიჯარაშვილი და ივანიშვილი, ამჟამად, ყოფილი პრემიერის, გიორგი გახარიას გუნდის წევრები არიან.