რეზო ხარაზი: აჭარის მთავრობა სახელმწიფო მიწის ნაკვეთებს მასობრივად ჰყიდის

370

ოპოზიციის მორიგი ბრალდება „ქართულ ოცნებას“. „ნაციონალურ მოძრაობაში“ გამართულ ბრიფინგზე განაცხადეს, რომ აჭარის მთავრობა სახელმწიფო მიწის ნაკვეთებს მასობრივად ჰყიდის. ინფორმაციას ტვ25 ავრცელებს.

რეზო ხარაზის განმარტებით, რეგიონში, 20 სხვადასხვა არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების ტერიტორიაზე აუქციონია გამოცხადებული. მისივე მტკიცებით, მიწების საწყისი ფასი, ძალიან დაბალია, ხოლო აუქციონის პირობები არარეალური.

ხელისუფლების ოპონენტი, ამ გარემოებას 2 მიზეზით ხსნის: პირველი, მთავრობა ცდილობს წინასაარჩევნოდ გაზრდილი აჭარის ბიუჯეტი შეავსოს და მეორე – კორუფციული ნიშნები. ხარაზის თქმით, აუქციონები მმართველ გუნდთან აფილირებული ბიზნესმენების ინტერესებზეა მორგებული.