საქართველოს პრემიერმინისტრის ინიციატივით, მიმდინარე წელს სასოფლო-სამეურნეო მექანიზაციის მასშტაბური თანადაფინანსების პროგრამა დაიწყება, - ამის შესახებ საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა ლევან დავითაშვილმა პროგრამის - „გარემოს დაცვა და სოფლის განვითარება 2030“ პრეზენტაციაზე განაცხადა.
მინისტრის თქმით, მიმდინარე წელს ცხადდება პროგრამა, რომელიც მცირე და საშუალო მექანიზაციის სხვადასხვა თანადაფინანსების პროცენტით უზრუნველყოფას მოიცავს.
„პროგრამის ღირებულება სახელმწიფოს მხრიდან 50 მილიონი ლარი იქნება. ეს მოგვცემს საშუალებას, მასში ჩაერთოს ჩვენი...
მიგვაჩნია, რომ თამარ ჟვანიას გადადგომამ შესაძლოა, მნიშვნელოვნად შეუწყოს ხელი 2021 ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებისთვის საარჩევნო ადმინისტრაციისა და საარჩევნო პროცესების მიმართ ნდობის ამაღლებას, – ამის შესახებ საარჩევნო საკითხებზე მომუშავე არასამთავრობო ორგანიზაციების მიერ გავრცელებულ განცხადებაშია აღნიშნული.
„დღეს საზოგადოებისთვის ცნობილი გახდა, რომ თამარ ჟვანიამ საკუთარი განცხადების საფუძველზე საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის (ცესკო) თავმჯდომარის თანამდებობის დატოვა. მიგვაჩნია, რომ აღნიშნულმა გადაწყვეტილებამ შეიძლება მნიშვნელოვნად შეუწყოს ხელი 2021...
ბიძინა ივანიშვილის ინიციატივით, სოფლის მეურნეობის მიმართულებით 2012 წლიდან არის გეზი აღებული, სოფლის მეურნეობა გამოცხადდა ერთ-ერთ მნიშვნელოვან პრიორიტეტად და ამ პერიოდში სახელმწიფოს მხრიდან ყოველთვის იყო სოფლის მეურნეობის დარგის მუდმივი მხარდაჭერა, – ამის შესახებ საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა ლევან დავითაშვილმა პროგრამის „გარემოს დაცვა და სოფლის განვითარება 2030“ პრეზენტაციაზე განაცხადა.
როგორც ლევან დავითაშვილმა აღნიშნა, სოფლის მეურნეობის განვითარება და გარემოს დაცვაზე...
170–წლიანი ისტორიის მქონე მშრალი ხიდი და დედაენის ბაღი, რომელიც რამდენიმე დღის წინ ოფიციალურად, საზეიმო ვითარებაში გაიხსნა, სრულიად ახალი ხედვის კონცეფციითა მოწყობილი და განსაკუთრებულად მშვიდ და კომფორტულ დასვენებას სთავაზობს ნებისმიერი ასაკის ვიზიტორს.
170 წლის წინ, 1851 წელს დასრულდა დღევანდელი მშრალი ხიდის მშენებლობა, რომელმაც ახლანდელი ათონელის ქუჩა ზაარბრიუკენის მოედანს დააკავშირა და ეს ტერიტორია დედაქალაქის ერთ–ერთი მიმზიდველი ადგილი გახდა.
ბაღის ძველი იერსახის შენარჩუნების პარალელურად...
თბილისის საკრებულოში, საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილის მარიკა დარჩიას ინიციატივით, ქართველი სახელმწიფო და საზოგადო მოღვაწის, ქალაქ თბილისის თავის, დიმიტრი ყიფიანის სახელობის საგამოფენო სივრცე გაიხსნა, - ამის შესახებ ინფორმაციას თბილისის საკრებულო ავრცელებს.
მათივე ინფორმაციით, ღონისძიებას თბილისის საკრებულოს თავმჯდომარე გიორგი ტყემალაძე, დედაქალაქის მერი კახა კალაძე, საკრებულოს და პარლამენტის წევრები, დიმიტრი ყიფიანის შთამომავლები, ცნობილი მეცნიერები, დიმიტრი ყიფიანის ცხოვრების მკვლევარები და დაინტერესებული პირები დაესწრნენ.
საგამოფენო სივრცეში დიმიტრი...
ზედამხედველობის სამსახური დაიხვეწა, მოხდა ბრენდირება, გაიზარდა ჯარიმები, აღჭურვილობა და ახალი სატრანსპორტო საშუალებები მივეცით ინსპექტორებს, გაიზარდა ეფექტიანობა. 4 წლის განმავლობაში 18 000 სამართალდარღვევა გამოავლინა მუნიციპალურმა ინსპექციამ. ეს არ არის პატარა მაჩვენებელი და მე ვისურვებდი, რომ მომდევნო წლებში კიდევ უფრო ნაკლები იყოს, რადგან ეს დარღვევები ძალიან სტკივა ქალაქს, - მუნიციპალური ზედამხედველობის რეორგანიზაციის შესახებ გადაცემა „დედაქალაქში“ თბილისის ვიცე-მერმა ირაკლი ხმალაძემ განაცხადა.
„გამოიწერა დაახლოებით...
პანდემიის პერიოდში, მეწარმე-სუბიექტებისთვის გაწეული შეღავათები მუნიციპალიტეტს დაახლოებით, 10 მლნ ლარზე მეტი დაუჯდა, - ამის შესახებ თბილისის ვიცე-მერმა ირაკლი ხმალაძემ ტელეკომპანია „იმედის“ გადაცემაში „დედაქალაქი“ განაცხადა.
მისი თქმით, პანდემიის გამო, 2020 წელი თბილისისა და მთელი მსოფლიოსთვის ფინანსურად ძალიან მძიმე იყო და ამ შედეგებს დღემდე ებრძვიან.
„ყველაზე მეტად ვინც დაზარალდა, ერთ-ერთი იყო ეკონომიკური სექტორი. ეკონომიკური აქტივობები მნიშვნელოვნად შემცირდა. შემცირდა მეწარმე-სუბიექტების ეკონომიკური ბრუნვა. ძალიან გაუჭირდათ...
ლისი-მუხათწყაროს გზის მონაკვეთზე მეწყრული პროცესები განვითარდა. მცხეთა-მთიანეთის სახელმწიფო რწმუნებულის, დავით ნოზაძის განცხადებით, მეწყრული პროცესები 30 ივნისს, დილით გააქტიურდა, რის გამოც გზის აღნიშნული მონაკვეთი გადაიკეტა.მისივე თქმით, გადაადგილება ნაფეტვრები-მსხალდიდის შემოვლითი გზითაა შესაძლებელი.
როგორც ნოზაძე ამბობს, პროცესების მიმდინარეობას სპეციალისტები სწავლობენ .
"ადგილზე იმყოფებოდნენ სამშენებლო კომპანიის წარმომადგენლები, რომლებმაც აღნიშნული გზის მშენებლობა განახორციელეს. ასევე, დილიდან იმყოფებოდნენ გარემოს ეროვნული სააგენტოს გეოლოგიური სამსახურის წარმომადგენლები, რომლებიც მიმდინარე პროცესებს სწავლობენ და გაუწევენ...
ერთიანი ეროვნული გამოცდები დაიწყო. დღეს აბიტურიენტები ქართული ენისა და ლიტერატურის გამოცდას აბარებენ.
ერთიანი ეროვნული გამოცდებისათვის რეგისტრაცია 38 400-ზე მეტმა აბიტურიენტმა გაიარა; სტუდენტთა საგრანტო კონკურსში მონაწილეობის სურვილი 3 700-ზე მეტმა სტუდენტმა გამოთქვა; საერთო სამაგისტრო გამოცდისათვის 12 800-ზე მეტი მაგისტრანტობის კანდიდატია დარეგისტრირებული.
მასწავლებლის საგნის გამოცდაზე, უფროსი სპეციალური მასწავლებლის გამოცდაზე, ასევე საგნობრივი და პროფესიული კომპეტენციების დასადასტურებლად რეგისტრაცია 28 700-ზე მეტმა მსურველმა გაიარა - ამ...
ცენტრალური საარჩევნო კომისიის ახალი თავმჯდომარე პარლამენტმა 3 კვირის განმავლობაში უნდა აირჩიოს.
როგორც ცესკო-ს პრესსპიკერმა ნათია იოსელიანმა „ინტერპრესნიუსს“ განუცხადა, 3 კვირის განმავლობაში პრეზიდენტმა პარლამენტს ცესკო-ს თავმჯდომარის ახალი კანდიდატი უნდა წარუდგინოს. იოსელიანის განმარტებით, პროცედურის მიხედვით, ცესკო-ს თავმჯდომარის არჩევას პარლამენტის სრული შემადგენლობის 2/3 სჭირდება. თუ კანდიდატი 100 ხმას მიიღებს, ის 5 წლის ვადით იქნება არჩეული, თუ კვორუმი არ შედგება, მაშინ 6 თვის ვადით....
მნიშვნელოვანი ამოცანაა, რომ მომავალ თვითმმართველობის არჩევნებზე ისეთი შედეგი მივიღოთ, რომელიც უზრუნველყოფს ვადამდელ არჩევნებს და ეს შედეგი არ გადის მხოლოდ თბილისის მერობის კანდიდატზე, - ამის შესახებ "ლელოს" დეპუტატმა ანა ნაცვლიშვილმა განაცხადა, რითაც "ნაციონალური მოძრაობის" წევრის გიორგი ბარამიძის განცხადებას გამოეხმაურა.
ნაცვლიშვილის თქმით, რა ფორმით ითანამშრომლებენ პარტიები, ამ საკითხზე საუბრები მიდის, თუმცა გადაწყვეტილება სამუშაო ფორმატში უნდა იყოს მიღებული, რომელიც ჯერ არ ჩამოყალიბებულა.
"გარკვეული საუბრები ცხადია,...
წალკის მუნიციპალიტეტის ოფიციალური ფეისბუკ გვერდით მოქალაქეს, რომელმაც მერია საბავშვო კონცერტში გახარჯულ თანხის გამო გააკრიტიკა, იმბეცილი უწოდა. ამ დროისთვის, მუნიციპალიტეტის ოფიციალური გვერდით დაწერილი კომენტარები წაშლილია, თუმცა TV4 კომენტარების სქრინებს ავრცელებს.
“ახალგაზრდავ, იმბეცილი ხარ თავიდან ბოლომდე, კორექტულობა გმართებს, თუ არ გასწავლეს ზრდილობა? არადა ვიცი, რომ სვანები მითუმეტეს, გაბულდანები ძალიან კარგი და ზრდილობიანები არიან, ასე რომ შენზე უფროსი ხალხი ასე არ უნდა ლანძღო,...
შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ოზურგეთი-შემოქმედი-ბჟუჟჰესი-გომისმთის საავტომობილო გზის სარეაბილიტაციო სამუშაოები აქტიურად მიმდინარეობს. ინფორმაციას გურიისმოამბე ავრცელებს.
პროექტი 19,6 კილომეტრიანი გზის სრულ რეაბილიტაციას და ორი ფენა ასფალტ-ბეტონის საფარის დაგებას ითვალისწინებს.
სამუშაოებს, კომპანია "New Road-ი" ასრულებს, რომლის პრესსამსახურის ინფორმაციით, ამ ეტაპზე, საავტომობილო გზაზე მიმდინარეობს მიწის სამუშაოები და ხელოვნური ნაგებობების მოწყობა.
პროექტი, რომლის საკონტრაქტო ღირებულება 18 811 888.00 ლარს შეადგენს, 2022 წლის ნოემბერში დასრულდება.
გორის მერის ახალმა პირველმა მოადგილემ, თამაზ შიოშვილმა განაცხადა, რომ ის იმ ,,სკვერის'' ისტორიით დაინტერესდება, რომელსაც ამჟამად საკრებულოს წევრი მამუკა ფანიაშვილი ფლობს. ინფორმაციას შიდა ქართლის საინფორმაციო ცენტრი ავრცელებს.
როდესაც ხარ საკრებულოს დეპუტატი, მეტი პასუხისმგებლობა გმართებს მოსახლეობის მიმართ. მე დავინტერესდები ამ ფაქტით'' - განაცხადა თამაზ შიოშვილმა შიდა ქართლის ახალი ტელევიზიის ,,ტვ მონიტორინგის'' ეთერში. მისი თქმით, უმჯობესი იყო ფანიაშვილს სკვერი არ ეყიდა.
ჟურნალისტი კი...
მარნულის მუნიციპალიტეტის მერიამ საკუთარი საქმიანობის გასაპიარებლად კიდევ ერთ მედიასაშუალებასთან გააფორმა ხელშეკრულება. ეთნიკური უმცირესობის წარმომადგენელთათვის, ინფორმაციის მიწოდების მიზნით ადგილობრივმა თვითმმართველობამ 4 784 ლარი გაზეთ „გურჯუსტანს“ გადაუხადა. აღნიშნული მედიასაშუალება მუნიციპალიტეტის მიერ განხორციელებულ სხვადასხვა აქტივობას აზერბაიჯანულ ენაზე დაბეჭდავს. ინფორმაციას რადიო მარნეული ავრცელებს.
„გამომდინარე იქიდან, რომ მარნეულის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მცხოვრები მოსახლეობის უმრავლესობა ეთნიკურად აზერბაიჯანელია, მიუხედავად მუნიციპალიტეტის მხრიდან განხორციელებული სხვადასხვა პროგრამებისა თუ აქტივობებისა რომელსაც ახორციელებს...
შიდა ქართლის გუბერნატორის კიდევ ერთი მოადგილე თანამდებობას ტოვებს. ნუგზარ სამსახრაძემ საზოგადოებას აცნობა, რომ დაკავებულ პოზიციაზე მუშაობას 1 ივლისიდან შეწყვეტს.
მისი განცხადებით, აღნიშნული გადაწყვეტილება რამდენიმე თვის წინ მიიღო და ამის მიზეზი "პირადი სახის საკითხებია".
შეგახსნებთ, რომ თანამდებობა რამდენიმე დღის წინ რწმუნებულის კიდევ ერთმა მოადგილემ დატოვა.
ბლოგი
ტესტი
ვინ რას წყვეტს? – გაარჩიე უფლებამოსილებები
შეგიძლია, გაარჩიო, რომელ საკითხს წყვეტს ადგილობრივი ხელისუფლება და რომელს - ცენტრალური? - შეავსე ქვიზი და გაიგე, რამდენად კარგად ერკვევი მმართველობით სისტემებში.
დავიწყოთ!







































