გომის მთაზე ასასვლელი გზის სარეაბილიტაციო სამუშაოები მიმდინარეობს

415

შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ოზურგეთი-შემოქმედი-ბჟუჟჰესი-გომისმთის საავტომობილო გზის სარეაბილიტაციო სამუშაოები აქტიურად მიმდინარეობს. ინფორმაციას გურიისმოამბე ავრცელებს.

პროექტი 19,6 კილომეტრიანი გზის სრულ რეაბილიტაციას და ორი ფენა ასფალტ-ბეტონის საფარის დაგებას ითვალისწინებს.

სამუშაოებს, კომპანია “New Road-ი” ასრულებს, რომლის პრესსამსახურის ინფორმაციით, ამ ეტაპზე, საავტომობილო გზაზე მიმდინარეობს მიწის სამუშაოები და ხელოვნური ნაგებობების მოწყობა.

პროექტი, რომლის საკონტრაქტო ღირებულება 18 811 888.00 ლარს შეადგენს, 2022 წლის ნოემბერში დასრულდება.