შიდა ქართლის სახელმწიფო რწმუნებულის კიდევ ერთი მოადგილე თანამდებობას ტოვებს

359

შიდა ქართლის გუბერნატორის კიდევ ერთი მოადგილე თანამდებობას ტოვებს. ნუგზარ სამსახრაძემ საზოგადოებას აცნობა, რომ დაკავებულ პოზიციაზე მუშაობას 1 ივლისიდან შეწყვეტს.

მისი განცხადებით, აღნიშნული გადაწყვეტილება რამდენიმე თვის წინ მიიღო და ამის მიზეზი “პირადი სახის საკითხებია”.

შეგახსნებთ, რომ თანამდებობა რამდენიმე დღის წინ რწმუნებულის კიდევ ერთმა მოადგილემ დატოვა.