სოფელ დიღომში, კვირაცხოვლის ქუჩაზე სარეაბილიტაციო სამუშაოები მიმდინარეობს. ასევე, ამ პროექტის ფარგლებში, მოწესრიგდება მაჭავარიანის, ვაჟა-ფშაველასა და მამუჩაშვილის ქუჩები. დედაქალაქის მერიის ინფორმაციით, სამუშაოების შედეგად, ჯამში, 13 480 კვ.მ ფართობზე ასფალტის ორფენიანი საფარი დაიგება. მიმდინარე სამუშაოებს საბურთალოს რაიონის გამგებელი გაიოზ ვასაძე, მაჟორიტარ დეპუტატ ავთანდილ ცინცაძესთან ერთად გაეცნო. „ეს არის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი პროექტი, რომელიც მოიცავს იმ გზის მონაკვეთის მთლიან მოასფალტებას, სადაც N109 ავტობუსი მოძრაობს. გზა ძალიან დაზიანებული...
ხარაგაულში, მეორე თვეა, კანალიზაციის ცენტრალური სისტემა შენდება. ინფორმაციას ჩემი ხარაგაული ავრცელებს. ამ სამუშაოებს კომპანია „ჰიდროტექნოლოგიური ჯგუფი“ (დირექტორი ზურაბ ბარჯაძე) 1 890 360 ლარად ახორციელებს. „ხარაგაულში კანალიზაციის სისტემის მშენებლობა ორ ეტაპად წარიმართება, – ამბობს ზურაბ ბარჯაძე, – პირველ ეტაპზე სოლომონ მეფის ქუჩაზე ძირითად კოლექტორს ვამონტაჟებთ – მიწაში 200 და 400 მმ დიამეტრის მილებს ვათავსებთ. პირველი ეტაპის სამუშაოებს 2022 წლის თებერვალში დავასრულებთ“. ზურაბ აბჟანდაძესგან მოპოვებული ინფორმაციით, ხარაგაულში...
გორის მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციით, სასმელი წყალი გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ზერტის ერთ-ერთ უბანში ყველაზე დიდი პრობლემა იყო, რომლის მოგვარებაც ადგილობრივების უშუალოდ მერთან კომუნიკაციის შემდეგ დაიგეგმა. „120-მდე ოჯახი სასმელ წყალს მეზობელი უბნებიდან ეზიდებოდა. სამუშაოების დასრულების შემდეგ, ადგილობრივები წყალს საკუთარ ეზოებში, ინდივიდუალური ონკანების საშუალებით იღებენ. პროექტის ფარგლებში მოეწყო ჭაბურღილი, საქლორატორო, სადაწნეო კოშკი, სანიტარული ზონა, გამანაწილებელი ქსელი, ინდივიდუალური ონკანები და მრიცხველები. სამუშაოებისთვის ადგილობრივი ბიუჯეტიდან 347...
ხარაგაულის თვითმმართველობა ევროკავშირის მხარდაჭერით გამოცხადებულ საგრანტო კონკურსში მონაწილეობას აპირებს. ამის შესახებ ჩემი ხარაგაული წერს. კონკურსში წარსადგენად მერია დოკუმენტაციას შემდეგი პროექტებისთვის ამზადებს: ხუნევის საბავშვო ბაღის შენობის რეაბილიტაცია; ხარაგაულის ისტორიული მუზეუმის რენოვაცია; ხარაგაულის კულტურისა და დასვენების პარკის რეკონსტრუქცია; დევისხვრელის ისტორიული ძეგლის, ხანდებისა და ცაშეკრულას კანიონებზე ტურისტული ინფრასტრუქტურის მოწყობა; ხარაგაულში მდებარე დევების ქანდაკებებისა და მიმდებარე სკვერის რეკონსტრუქცია და რენოვაცია. კონკურსი საპილოტე რეგიონების განვითარების სამთავრობო...
სამეგრელოში, სენაკის მუნიციპალიტეტის ბალნეოლოგიურ კურორტ მენჯში სახელმწიფო პირობიანი აუქციონით სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთებსა და მათზე განთავსებულ შენობა-ნაგებობებს 2.6 მლნ ლარად ყიდის. ამის შესახებ ბიზნეს მედია წერს. მენჯში სახელმწიფო ქონება პროგრამის „100 საინვესტიციო შეთავაზება ბიზნესს“ ფარგლებში იყიდება. აუქციონი მიმდინარე წლის 22 ივნისს გამოცხადდა და 7 ივლისს სრულდება. პირობიანი აუქციონის მიხედვით, ინვესტორმა პირადად ან მესამე პირის მეშვეობით, ნასყიდობის ხელშეკრულების გაფორმებიდან 48 თვეში, უძრავ...
თბილისის მერმა კახა კალაძემ გასული წლის ივლისში მუნიციპალური პოლიკლინიკების პრივატიზაციის მიზნით, აუქციონის გამოცხადება დააანონსა. საკითხში ჩართვა მან თბილისის ვიცე-მერ ირაკლი ხმალაძეს დაავალა. ამ განცხადებიდან 1 წლის შემდეგ თბილისის ვიცე-მერი ამბობს, რომ საკითხზე კონსულტაციები მიმდინარეობს. ამის შესახებ ბიზნეს მედია წერს. „მუნიციპალური კლინიკების გასხვისებასთან დაკავშირებით ჯერ კიდევ ვმუშაობთ ჯანდაცვის სამინისტროსთან. ეს საკმაოდ კომპლექსური საკითხია და არ გვინდა, ერთი ხელის მოსმით გავყიდოთ ქონება. ეს...
სექსუალური ხასიათის სხვაგვარ ძალადობაში ბრალდებული გოგი წულაია პატიმრობიდან გათავისუფლდა. ინფორმაცია imedinews-ს წულაიას ადვოკატმა, ვალერი გელბახიანმა დაუდასტურა. „აღკვეთის ღონისძიება პატიმრობა შეიცვალა 6 000-ლარიანი გირაოთი. შესაბამისად, დღეს გოგი გათავისუფლდა და ჩაირიცხება გირაოს თანხაც“, - განაცხადა ვალერი გელბახიანმა. სექსუალური ხასიათის სხვაგვარ ძალადობაში ბრალდებულ გოგი წულაიას აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა. სამართალდამცველებმა გოგი წულაია 17 მარტს დააკავეს. შსს-ს ინფორმაციით, წულაიამ ნაქირავებ ბინაში ნაცნობ ქალზე იძალადა.
წინა სტატია თბილისის მერმა ოთხშაბათს, 30 ივნისს, დედაქალაქის მთავრობის სხდომის დაწყებამდე განაცხადა, რომ „თბილსერვის ჯგუფი“ წყალდიდობის რისკისა და ზედაპირული წყლების ხარისხის გაუარესების პრევენციის მიზნით, საფრანგეთის მთავრობის დაფინანსებით, სპეციალური სისტემის შემუშავებას იწყებს. ამის შესახებ ბიზნეს მედია წერს. დედაქალაქის მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ „თბილსერვის ჯგუფის“ დირექტორმა რომეო მიქაუტაძემ BM.GE-ის კითხვის საპასუხოდ თქვა, რომ პროექტის ჯამური ღირებულება დაახლოებით 500 000 ევროა. თბილსერვის ჯგუფის ხელმძღვანელმა პროექტის...
ჯიხანჯურში, ყოფილი მეურნეობის დასახლებაში მცხოვრები 70 კომლი გამრიცხველიანებას ითხოვს. ამბობენ, რომ პრობლემა წლებია აწუხებთ, თუმცა საკითხი ამ დრომდე არ მოგვარებულა. ინფორმაციას აჭარის მაუწყებელი ავრცელებს. დღეს მოქალაქეები პროტესტის ნიშნად, ქობულეთის მერიასთან შეიკრიბნენ და აქცია გამართეს. პარალელურად მიმდინარეობდა მოლაპარაკებები, მოსახლეობის ნაწილი ქობულეთის მერის მოადგილეს შეხვდა. შეხვედრიდან გამოსულები ამბობენ, რომ მიწის ნაკვეთების დაკანონებამდე გამრიცხველიანება ვერ მოხდება. მოქალაქეების განმარტებით, ''ენერგო-პრო ჯორჯია'' მრიცხველებს არ ამონტაჟებს, მიზეზად კი თვითნებურად...
საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის, ლევან დავითაშვილის განცხადებით, ლისი-მუხათწყაროს მონაკვეთზე, სადაც მეწყრული ტერიტორიაა „ძალიან მძიმე სიტუაცია არ არის“ და შესაძლებელია, გამაგრებთი სამუშაოების დაწყება. როგორც მინისტრი აღნიშნავს, მყისიერი რეაგირება მოხდა და კონკრეტულ მონაკვეთზე მოძრაობა შეჩერებულია. „გარემოს ეროვნული სააგენტო მთელი ქვეყნის ტერიტორიაზე აწარმოებს საფრთხეების მონიტორინგს, მათ შორის, მეწყერის საფრთხეებს. შესაბამისად, გამოვლინდა ახალი მეწყრული ტერიტორია, რომელიც გარკვეულ რისკებს შეიცავდა. პროტოკოლის შესაბამისად, მყისიერი რეაგირება მოხდა, შეჩერდა...
ევროკავშირის ბანკი აღმოსავლეთ-დასავლეთის ჩქაროსნული ავტომაგისტრალის ორი მონაკვეთის მშენებლობას დააფინანსებს, რომლითაც ავტომაგისტრალი აზერბაიჯანისა და სომხეთის საზღვრებამდე გაგრძელდება. საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობის ინფორმაციით, ინვესტიცია გაზრდის საგზაო უსაფრთხოებას იმ საავტომობილო გზის 388 კმ სიგრძის მონაკვეთზე, რომელიც წარმოადგენს მნიშვნელოვან საგზაო არტერიას საქართველოსა და სამხრეთ კავკასიის რეგიონში. მათივე ცნობით, ევროკავშირის ბანკმა საქართველოს ეკონომიკის ძირითადი დარგებისა და ევროკავშირში გაწევრიანებისთვის საჭირო ზომების მხარდასაჭერად უკვე დაახლოებით 2 მილიარდი ევროს ინვესტიცია...
„საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო“ „საარჩევნო კოდექსში“ განხორციელებულ ცვლილებებს დადებითად აფასებს. თუმცა, როგორც ორგანიზაციაში ამბობენ, კოდექსში არის რამდენიმე საკითხი, რომელიც პრობლემურია. „საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო“ მთლიანობაში დადებითად აფასებს განხორციელებულ ცვლილებებს, ვინაიდან ისინი რამდენიმე მნიშვნელოვან რეფორმას ითვალისწინებს, თუმცა, ასევე, არის რამდენიმე საკითხი, რომელიც პრობლემურად მიგვაჩნია. მნიშვნელოვანი პოზიტიური ცვლილებებიდან აღსანიშნავია შემდეგი: სამივე დონეზე საარჩევნო კომისიების დაკომპლექტების წესი ხდება უფრო სამართლიანი. იზრდება პარტიების მიერ დანიშნულ წევრთა...
ვაკის პარკში მიმდინარე სამუშაოების ნაწილი დასრულებულია. დედაქალაქის მერიის ინფორმაციით, თბილისის მერიის გარემოს დაცვის საქალაქო სამსახური ვაკის პარკის სრულმასშტაბიან რეაბილიტაციას ახორციელებს. მიმდინარე სამუშაოებს, დღეს, მერის მოადგილე ანდრია ბასილაია, გარემოს დაცვის საქალაქო სამსახურის უფროს გიგა გიგაშვილთან ერთად, ადგილზე გაეცნო. „ვაკის პარკის რეაბილიტაციისთვის 16 მილიონი ლარი დაიხარჯება. პროექტი მიმდინარე წელს დასრულდება. განხორციელებული სამუშაოების შედეგად, ზონირების პრინციპის დაცვით, აქ ახალი სივრცეები მოეწყობა. საბოლოოდ, დედაქალაქს ვაკის...
ანტიმონოპოლიური პოლიტიკის მონიტორინგის ცენტრმა სატრანსპორტო სერვისების დახვეწის მიმართულებით, თელავის მუნიციპალიტეტის მერიას რეკომენდაციები წარუდგინა. ამის შესახებ კახეთის ხმა წერს. ორგანიზაციის ხელმძღვანელი, გიორგი კაკაურიძე აცხადებს, რომ რეკომენდაციები პროექტის ფარგლებში ჩატარებული კვლევის ფარგლებში მომზადდა. მისი თქმით, კვლევაში მონაწილეობა თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტის და კოლეჯის სტუდენტებმა მიიღეს, რომლებმაც შემთხვევითი შერჩევის პრინციპით, თელავში 500 პირი გამოკითხეს. მისივე განმარტებით, კვლევის შედეგად გამოიკვეთა მუნიციპალურ ტრანსპორტთან დაკავშირებული 5 ძირითადი საკითხი,...
video
თელავში, ახალგაზრდები "ახალი ბაღის” რეაბილიტაციას ითხოვენ. ამის შესახებ კახეთის ხმა წერს. ადგილობრივის, სამაგიდო თამაშების კლუბის დამფუძნებლის, გიორგი ბეჟანიშვილის თქმით, პარკი მიტოვებულია და იქ არც გარეგანათებაა მოწესრიგებული და არც ვიდეოკამერებია. მისი თქმით, სწორედ ამიტომ ჩხუბების და გაჩევების ადგილად გადაიქცა. “თელავის სამაგიდო თამაშების კლუბი თელავის ცენტრში, ე.წ. ახალ ბაღში გვაქვს. 8 თვეა აქ ვარ და ყოველდღე ვუყურებ რა ხდება. ესაა ადგილი, რომელიც ბოლო...
ახალციხის მუნიციპალიტეტის მერია, მოქალაქეების მიმართვის საფუძველზე, ხელოვნური ტბის და ახალქალაქის გზატკეცილის მიმდებარედ, სამ მიწის ნაკვეთს ყიდის. გარდა ამისა, აუქციონზე იყიდება 8 ერთეული სატრანსპორტო საშუალება. აღნიშნულ საკითხზე საკრებულოს სხდომაზე დღეს, 30 ივნისს იმსჯელეს. ამის შესახებ სამხრეთის კარიბჭე წერს. არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი ელექტრონულ აუქციონზე უპირობო ფორმით გამოიტანეს. ახალციხის ტბის მიმდებარედ 492 კვ.მ. არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთის საწყისი ფასი 22 140 ლარია, კვადრატული მეტრი 45 ლარი ღირს. 71 კვ.მ და 170 კვ.მ ფართობის ნაკვეთები იყიდება ახალქალაქის გზატკეცილის მიმდებარედ. გარდა ამისა, აუქციონზე გაიტანეს,...

ბლოგი

ტესტი

ვინ რას წყვეტს? – გაარჩიე უფლებამოსილებები

შეგიძლია, გაარჩიო, რომელ საკითხს წყვეტს ადგილობრივი ხელისუფლება და რომელს - ცენტრალური? - შეავსე ქვიზი და გაიგე, რამდენად კარგად ერკვევი მმართველობით სისტემებში. დავიწყოთ!

თვითმმართველობის ისტორია

სოფელ-სოფელ