გოგი წულაია პატიმრობიდან გათავისუფლდა

356

სექსუალური ხასიათის სხვაგვარ ძალადობაში ბრალდებული გოგი წულაია პატიმრობიდან გათავისუფლდა. ინფორმაცია imedinews-ს წულაიას ადვოკატმა, ვალერი გელბახიანმა დაუდასტურა.

„აღკვეთის ღონისძიება პატიმრობა შეიცვალა 6 000-ლარიანი გირაოთი. შესაბამისად, დღეს გოგი გათავისუფლდა და ჩაირიცხება გირაოს თანხაც“, – განაცხადა ვალერი გელბახიანმა.

სექსუალური ხასიათის სხვაგვარ ძალადობაში ბრალდებულ გოგი წულაიას აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა.

სამართალდამცველებმა გოგი წულაია 17 მარტს დააკავეს. შსს-ს ინფორმაციით, წულაიამ ნაქირავებ ბინაში ნაცნობ ქალზე იძალადა.