ხარაგაულის თვითმმართველობა ევროკავშირის მხარდაჭერით გამოცხადებულ საგრანტო კონკურსში მონაწილეობას აპირებს. ამის შესახებ ჩემი ხარაგაული წერს.
კონკურსში წარსადგენად მერია დოკუმენტაციას შემდეგი პროექტებისთვის ამზადებს:
- ხუნევის საბავშვო ბაღის შენობის რეაბილიტაცია;
- ხარაგაულის ისტორიული მუზეუმის რენოვაცია;
- ხარაგაულის კულტურისა და დასვენების პარკის რეკონსტრუქცია;
- დევისხვრელის ისტორიული ძეგლის, ხანდებისა და ცაშეკრულას კანიონებზე ტურისტული ინფრასტრუქტურის მოწყობა;
- ხარაგაულში მდებარე დევების ქანდაკებებისა და მიმდებარე სკვერის რეკონსტრუქცია და რენოვაცია.
კონკურსი საპილოტე რეგიონების განვითარების სამთავრობო კომისიამ გამოაცხადა.
მასში მონაწილეობის უფლება კახეთის, იმერეთის, გურიის, რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სავანეთის რეგიონების მუნიციპალიტეტებს აქვს.
იმერეთში განსახორციელებელი პროექტებისთვის ევროკავშირმა 2021 წლისთვის 9 627 200 ლარი გამოყო. დაფინანსებას მიიღებენ ის მუნიციპალიტეტები, რომელთა პროექტებსაც შესაბამისი კომისია მოიწონებს.
2021 წელს, საპილოტე რეგიონების ინტეგრირებული განვითარების პროგრამის პრიორიტეტებია:
- ურბანული განახლება – ინტეგრირებული აქტივობები ურბანულ ტერიტორიებზე;
- უნიკალური პოტენციალის გამოყენებით ტურიზმის განვითარების ხელშეწყობა;
- ინტეგრირებული ადგილობრივი განვითარება.