დავითაშვილი: ლისი-მუხათწყაროს მონაკვეთზე, სადაც მეწყრული ტერიტორიაა „მძიმე სიტუაცია არ არის“

311

საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის, ლევან დავითაშვილის განცხადებით, ლისი-მუხათწყაროს მონაკვეთზე, სადაც მეწყრული ტერიტორიაა „ძალიან მძიმე სიტუაცია არ არის“ და შესაძლებელია, გამაგრებთი სამუშაოების დაწყება.

როგორც მინისტრი აღნიშნავს, მყისიერი რეაგირება მოხდა და კონკრეტულ მონაკვეთზე მოძრაობა შეჩერებულია.

„გარემოს ეროვნული სააგენტო მთელი ქვეყნის ტერიტორიაზე აწარმოებს საფრთხეების მონიტორინგს, მათ შორის, მეწყერის საფრთხეებს.

შესაბამისად, გამოვლინდა ახალი მეწყრული ტერიტორია, რომელიც გარკვეულ რისკებს შეიცავდა. პროტოკოლის შესაბამისად, მყისიერი რეაგირება მოხდა, შეჩერდა კონკრეტულ მონაკვეთზე მოძრაობა იმისთვის, რომ მოსახლეობას არ შექმნოდა საფრთხე. არ არის ეს ძალიან მძიმე სიტუაცია, როგორც მე მეუბნებიან, შესაძლებელია გამაგრებთი სამუშაოები, ექსპერტები მუშაობენ და სწავლობენ “,- აღნიშნავს დავითაშვილი.

ცნობისთვის, ლისი-მუხათწყაროს მონაკვეთზე მეწყრულ ტერიტორიას გეოლოგები სწავლობენ. გარემოს ეროვნული სააგენტოს გეოლოგიის დეპარტამენტის წარმომადგენლის, ზურა რიკაძის თქმით, პირველადი დასკვნები ხვალ იქნება ცნობილი. პირველადი შეფასებით, მეწყერის გააქტიურების მიზეზი რთული გეოლოგიური და გეომორფოლოგიური პირობებია.