ახალციხის მერიამ აუქციონზე გასაყიდად 3 მიწის ნაკვეთი და 8 სატრანსპორტო საშუალება გაიტანა

431

ახალციხის მუნიციპალიტეტის მერია, მოქალაქეების მიმართვის საფუძველზე, ხელოვნური ტბის და ახალქალაქის გზატკეცილის მიმდებარედ, სამ მიწის ნაკვეთს ყიდის. გარდა ამისა, აუქციონზე იყიდება 8 ერთეული სატრანსპორტო საშუალება. აღნიშნულ საკითხზე საკრებულოს სხდომაზე დღეს, 30 ივნისს იმსჯელეს. ამის შესახებ სამხრეთის კარიბჭე წერს.

არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი ელექტრონულ აუქციონზე უპირობო ფორმით გამოიტანეს.

ახალციხის ტბის მიმდებარედ 492 კვ.მ. არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთის საწყისი ფასი 22 140 ლარია, კვადრატული მეტრი 45 ლარი ღირს.

71 კვ.მ და 170 კვ.მ ფართობის ნაკვეთები იყიდება ახალქალაქის გზატკეცილის მიმდებარედ.

გარდა ამისა, აუქციონზე გაიტანეს, ახალციხის მერიის და საკრებულოს ბალანსზე რიცხული სატრანსპორტო საშუალებები და თოვლის სახვრეტი აგრეგატი.

ობიექტის დასახელება მდებარეობა საწყისი საპრივატიზებო საფასური
არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი ფართით 492 კვ.მ. ქალაქი ახალციხე, ხელოვნური ტბის მიმდებარედ ტრასის მომიჯნავედ. მიწის ნაკვეთის ერთ კვ. მეტრზე 45 ლარი.

სულ: 22140

არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი ფართით 71 კვ.მ. ქალაქი ახალციხე, ახალქალაქის გზატკეცილი ტრასის მარჯვენა მხარეს. მიწის ნაკვეთის ერთ კვ. მეტრზე 40 ლარი.

სულ:2840

არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი ფართით 170 კვ.მ. ქალაქი ახალციხე, ახალქალაქის გზატკეცილი. მიწის ნაკვეთის ერთ კვ. მეტრზე 40 ლარი.

სულ:6800

VAZ – 2107

QV-346-VQ

ქ. ახალციხე კოსტავას ქუჩა N18 1500 ლარი

 

VAZ – 2107

QV-347-VQ

ქ. ახალციხე კოსტავას ქუჩა N18 1600 ლარი
VAZ – 21214

QV – 339 –VQ

ქ. ახალციხე კოსტავას ქუჩა N18 1500 ლარი
VAZ – 21214

QV – 340 –VQ

ქ. ახალციხე კოსტავას ქუჩა N18 1600 ლარი
VAZ – 21214

AX – 833 –XA

ქ. ახალციხე კოსტავას ქუჩა N18 2100 ლარი
MITSUBISHI-PAJERO-IO

QV – 330 –VQ

ქ. ახალციხე, შ. ახალციხელის ქუჩა N2 2000 ლარი
VAZ – 21214

QV – 348 –VQ

ქ. ახალციხე კოსტავას ქუჩა N18 1500 ლარი
BELARUS IUMZ 6L

SS356S

ახალციხე, ქალაქი ვალე „საქმიანი ეზო“ 3000 ლარი
LiuGong CLG842+თოვლის სახვრეტი აგრეგატი

SS860S

ახალციხე, ქალაქი ვალე „საქმიანი ეზო“ 35 000 ლარი

ღირებულების გადახდის სავარაუდო პერიოდია ხელშეკრულების გაფორმებიდან 15 დღე.