თბილისის მერმა კახა კალაძემ გასული წლის ივლისში მუნიციპალური პოლიკლინიკების პრივატიზაციის მიზნით, აუქციონის გამოცხადება დააანონსა. საკითხში ჩართვა მან თბილისის ვიცე-მერ ირაკლი ხმალაძეს დაავალა. ამ განცხადებიდან 1 წლის შემდეგ თბილისის ვიცე-მერი ამბობს, რომ საკითხზე კონსულტაციები მიმდინარეობს. ამის შესახებ ბიზნეს მედია წერს.
„მუნიციპალური კლინიკების გასხვისებასთან დაკავშირებით ჯერ კიდევ ვმუშაობთ ჯანდაცვის სამინისტროსთან. ეს საკმაოდ კომპლექსური საკითხია და არ გვინდა, ერთი ხელის მოსმით გავყიდოთ ქონება. ეს არის სერვისის მიმწოდებელი პუნქტები, რომლებიც დედაქალაქის მოსახლეობას ემსახურება; ვინაიდან პრივატიზაცია განაპირობებს დროებით ან მუდმივად რეალოკაციას ამ პუნქტების, სამინისტროსთან და გამგეობებთან ერთად მიდის მუშაობა“, – განაცხადა ხმალაძემ.
მისი თქმით, საკითხი საჩქარო არ არის, ამიტომ გადაწყვეტილებებიც არ მიღებულა.