თელავში, ახალგაზრდები ,,ახალი ბაღის” რეაბილიტაციას ითხოვენ

360

თელავში, ახალგაზრდები “ახალი ბაღის” რეაბილიტაციას ითხოვენ. ამის შესახებ კახეთის ხმა წერს.

ადგილობრივის, სამაგიდო თამაშების კლუბის დამფუძნებლის, გიორგი ბეჟანიშვილის თქმით, პარკი მიტოვებულია და იქ არც გარეგანათებაა მოწესრიგებული და არც ვიდეოკამერებია. მისი თქმით, სწორედ ამიტომ ჩხუბების და გაჩევების ადგილად გადაიქცა.

“თელავის სამაგიდო თამაშების კლუბი თელავის ცენტრში, ე.წ. ახალ ბაღში გვაქვს. 8 თვეა აქ ვარ და ყოველდღე ვუყურებ რა ხდება. ესაა ადგილი, რომელიც ბოლო პერიოდში იქცა გარჩევების და ჩხუბების ცენტრად. რა უწყობს კრიმინალური მენტალიტეტის გაძლიერებას ხელს? რა და კონკრეტულად ეს ადგილი! პარკი იმდენად მიტოვებულია – არც განათებაა, არც კამერები.
გამოფხიზლდეს იქნებ საზოგადოება, ქალაქის მერია, პარკის ადმინისტრაცია. მეტი განათება და კამერებია საჭირო. იმაზე აღარაფერს ვამბობ, რომ ამხელა კულტურის, სილამაზის და ტურისტულად მიმზიდველ ქალაქს ასეთი სკვერი არ უნდა ჰქონდეს. ანტისანიტარია კიდევ ცალკე პრობლემაა“,- განაცხადა გიორგი ბეჟანიშვილმა.