გორის მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციით, სასმელი წყალი გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ზერტის ერთ-ერთ უბანში ყველაზე დიდი პრობლემა იყო, რომლის მოგვარებაც ადგილობრივების უშუალოდ მერთან კომუნიკაციის შემდეგ დაიგეგმა.
„120-მდე ოჯახი სასმელ წყალს მეზობელი უბნებიდან ეზიდებოდა. სამუშაოების დასრულების შემდეგ, ადგილობრივები წყალს საკუთარ ეზოებში, ინდივიდუალური ონკანების საშუალებით იღებენ.
პროექტის ფარგლებში მოეწყო ჭაბურღილი, საქლორატორო, სადაწნეო კოშკი, სანიტარული ზონა, გამანაწილებელი ქსელი, ინდივიდუალური ონკანები და მრიცხველები. სამუშაოებისთვის ადგილობრივი ბიუჯეტიდან 347 600 ლარი გაიხარჯა“,- აღნიშნულია გავრცელებულ ინფორმაციაში.