გურჯაანის მუნიციპალიტეტში, შესაძლოა, ტურიზმის განვითარების მიზნით 7 მილიონი ლარი დაიხარჯოს. ინფორმაციას გურჯაანის ტელევიზია ავრცელებს.
გურჯაანის მერიამ შესაბამისი ინფრასტრუქტურული პროექტი უკვე მოამზადა და საკრებულოს წარუდგინა. დეპუტატებმა მას მხარი დაუჭირეს.
პროექტი რეგიონების განვითარების სამთავრობო კომისიის მიერ გამოცხადებულ კონკურსში მიიღებს მონაწილეობას. გამარჯვების შემთხვევაში კი გურჯაანში მისი განხორციელება დაიწყება.
გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ატენში 23მ - იანი ცენტრალური ხიდის რეაბილიტაცია მიმდინარეობს.
ატენის დეპუტატი გორის საკრებულოში, შოთა ვანიშვილის თქმით ხიდის რეაბილიტაცია 6 თვეში დასრულდება.
"ხიდი არის დაზიანებული, ბურჯი ძირზე აღარ ედებოდა რაც სასწრაფოდ შეკეთებას ითვალისწინებდა. ხიდის სიგრძე 23 მ - ია , სიგანე 11მ - მდე, ამის რეაბილიტაცია 6 თვეში უნდა დასრულდეს, შეკეთების პროცესში ავტომობილების გადაადგილება არ შეფერხდება", - ამბობს შოთა ვანიშვილი
ხიდის რეაბილიტაციაზე...
2 წლიანი სამუშაოების შემდეგ ქობულეთის განახლებული ბულვარი ოფიციალურად გაიხსნა. სამკილომეტრიანი სანაპირო ზოლის რეაბილიტაცია 2019 წლის თებერვალში დაიწყო და ტურისტულად აქტიურ ზონებში არაერთი მნიშვნელოვანი ინფრასტრუქტურული სამუშაოები განხორციელდა, თუმცა მთავარი პრობლემა ბულვარის ტერიტორიაზე ავტმობილების გადაადგილებაა. ინფორმაციას bm.ge ავრცელებს.
ადგილობრივი მოსახლეობა და ვიზიტორები აცხადებენ, რომ ტერიტორიაზე საღამოობით ავტორბოლებიც კი იმართება, რაც დამსვენებლების უსაფრთხოდ გადაადგილებას სერიოზული საფრთხის წინაშე აყენებს.
„ძალიან დიდ დისკომფორტს გვიქმნის ის ფაქტი,...
პრემიერმინისტრის ინიციატივით დაწყებული ახალი სახელმწიფო პროგრამის „განახლებული რეგიონები” ფარგლებში შექმნილმა სპეციალურმა კომისიამ მუნიციპალიტეტებში განსახორციელებელი ურბანული განახლების კონკრეტული პროექტების დამტკიცება დაიწყო. ინფორმაციას bm.ge ავრცელებს.
3 ივლისს ჩატარებულ სხდომაზე დამტკიცდა გურიის, რაჭა-ლეჩხუმ-ქვემო სვანეთისა და კახეთის ყველა მუნიციპალიტეტის, ასევე, ტყიბულის ურბანული განახლების კონცეფციები.
სხდომას რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის მოადგილეები, მუნიციპალური განვითარების ფონდის აღმასრულებელი დირექტორი, სახელმწიფო რწმუნებულები, მუნიციპალიტეტების მერები და ტენდერებში გამარჯვებული კომპანიის წარმომადგენლები...
გარემოს დაცვის და სოფლის მეურნეობის მინისტრი ლევან დავითაშვილი აცხადებს, რომ წელს რთველის სუბსიდირება უკვე დაგეგმილია. როგორც მან bm.ge-ს შესაბამისი კითხვის საპასუხოდ განაცხადა, წელს სახელმწიფოს ინტერვენცია მოუწევს, თუმცა ეს იქნება მილევადი.
„შემიძლია ახლავე გითხრათ, რომ წელს სუბსიდირება იქნება, ეს გათვალისწინებულია ბიუჯეტში, მათ შორის ღვინის ნაწილში. დეტალებს მოგვიანებით გეტყვით. იქნება პირდაპირი სუბსიდირებაც და არაპირდაპირიც. გარკვეულ გეოგრაფიულ არეალებში არის ჩავარდნა და იქ სახელმწიფოს...
2021 წლის ბიუჯეტის ცვლილებების პროექტით, სახელმწიფო ბიუჯეტის ჯამური ხარჯვითი ნაწილი 1,114 მლრდ ლარით იზრდება და ბიუჯეტის მოცულობა 19,498 მლრდ-ით განისაზღვრება, - ამის შესახებ ფინანსთა მინისტრმა, ლაშა ხუციშვილმა მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ, ბრიფინგზე განაცხადა.
მისივე თქმით, გაზრდილი დაფინანსება შემდეგ მიმართულებებზე გადანაწილდება: ჯანდაცვის ხარჯები გაიზრდებ 446 მლნ ლარით, რაც უშუალოდ კოვიდპანდემიის მართვისა და პაციენტების მკურნალობას მოხმარდება.
„ბავშვების სოციალური დახმარების გაორმაგებისთვის 75 მლნ ლარი...
„აკვაკულტურის ტექნიკური რეგლამენტი“ შემუშავებულია „აკვაკულტურის შესახებ“ საქართველოს კანონის საფუძველზე და მიზნად ისახავს ხელი შეუწყოს აკვაკულტურის განხორციელების პროცესში ბიომრავალფეროვნების შენარჩუნებას, გარემოს დაცვას, ბუნებრივი რესურსების ეფექტიან გამოყენებას, მომხმარებელთა ინტერესების დაცვას, ქვეყნის სასურსათო უსაფრთხოების ხელშეწყობას და ასევე, იმ პირების დაცვას რომელიც, ამ ტექნიკური რეგლამენტის და საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული მოთხოვნების შესაბამისად, ეწევიან აკვაკულტურის საქმიანობას.
ტექნიკური რეგლამენტი განსაზღვრავს აკვაკულტურის ტიპებს და აკვაკულტურის სუბიექტის ვალდებულებებს. აკვაკულტურის...
წინა სტატია
ჯანდაცვის მინისტრის პირველი მოადგილის, თამარ გაბუნიას განცხადებით, ავსტრიიდან მიღებული „ასტრაზენეკას“ 5 000 დოზა ვაქცინა, იმ მოქალაქეების ვაქცინაციას მოხმარდება, ვინც მეორე დოზით ვერ აიცრა.
„ავსტრიიდან მივიღეთ „ასტრაზენეკას“5 000 დოზა, რომელიც ისევ იმ მოქალაქეების საჭიროების დაკმაყოფილებას მოხმარდება, ვისაც პირველი დოზის მიღებიდან 10-დან 12 კვირამდე უწევთ მეორე აცრის გაკეთება.
"ფაიზერის" მოწოდება დაიწყება მალე და უკვე გვექნება საშუალება, რომ გავააქტიუროთ ვაქცინაციის პროცესი. თარიღს დავაზუსტებ...
წინა სტატია
სტალინელი გრიშა ონიანი გორში პარტიის ყრილობა ჩაატარა, თუმცა ცარიელ დარბაზში. ამის გამო, ის ორგანიზაცია ,,მეგობრობა და სამართლიანობის'' გორის ორგანიზაციის ლიდერს სოსო მეზვრიშვილს გაუბრაზდა. ინფორმაციას შიდა ქართლის საინორმაციო ცენტრი ავრცელებს.
მისი თქმით, გორში აღარასდროს ჩავა.
,,ქორწილშიც რომ დამპატიჟოთ, მე აქ ჩამომსვლელი არა ვარ. სამაგიეროდ, წავალ მეჯვრისხევში, კარალეთში...'' - განაცხადა ონიანმა.
იგი, ახალი პარტიის სახელით გორის მერომას აპირებდა., თუმცა გადაიფიქრა. ონიანი მხარდამჭერებს შეკრებილების...
გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ხელთუბანში ერთ-ერთ ქუჩას 2008 წლის აგვისტოს ომის გმირის ვიტალი თაყაძის სახელი მიენიჭა. ინფორმაციას რადიო მოზაიკა ავრცელებს.
ქუჩისთვის სახელის მინიჭება თანასოფლელებმა ითხოვეს, ინიციატივა კი სოფლის დეპუტატმა გორის საკრებულოში გიორგი შიოშვილმა დააყენა.
"ვიტალი თაყაძის სახელობის ქუჩაზე განთავსებული სახლები უკვე დანომრილია, დიდება მის ხსოვნას", - წერს შიოშვილი
ინფორმაციისთვის, ვიტალის 7 აგვისტოს, სოფელ ავნევთან ერთ-ერთი შეტაკების დროს, ჭურვის ანასხლეტი კეფაში მოხვდა და დაიღუპა....
რუსთავში კორონავირუსის ვაქცინაზე რიგის დაჯავშნა დარეკვითაც იქნება შესაძლებელი. ამის შესახებ საინფორმაციო სააგენტო "ინფო რუსთავს" ჯანდაცვის სამინისტროში განუცხადეს.
როგორც ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ, თამარ გაბუნიამ განაცხადა, ქოლ-ცენტრები ქვეყნის მასშტაბით იმ დაწესებულებებში მოეწყობა, სადაც ვაქცინაცია მიმდინარეობს.
ასეთი დაწესებულება რუსთავში სულ სამია, კლინიკა რუსთავი, N1 და N2 დიაგნოსტიკური ცენტრები.
„ჯანდაცვის სამინისტროს პორტალზე განხორციელებული კიბერშეტევის შემდეგ, გუშინ რეგისტრაციის შესაძლებლობა ვაქცინაციის პროგრამაზე, რიგის დაჯავშნის მიზნით, შეწყდა. 24-საათიან რეჟიმში...
სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ინფორმაციით, ენგურის ხიდი ყველასათვის გაიხსნა.
"ცხელი ხაზით" გაზიარებული ინფორმაციის თანახმად, 2021 წლის 5 ივლისიდან, ოკუპირებული აფხაზეთიდან, საქართველოს ცენტრალური ხელისუფლების მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე გადმოსვლა, გადაადგილების ე.წ. ნებართვის მქონე, ყველა პირისთვის გახდა შესაძლებელი.
მოიხსნა საოკუპაციო რეჟიმის მიერ დაწესებული უკანონო შეზღუდვები, რომლის მიხედვითაც გადაადგილების უფლება, მხოლოდ გარკვეული კატეგორიის (ხანდაზმულები, პენსიონერები, განსაკუთრებული საჭიროების მქონე პირები და სხვა) პირებს ეძლეოდათ.
საქართველოს ცენტრალური ხელისუფლების კონტროლირებად...
ავსტრიამ საქართველოს 5 000 დოზა "ასტრაზენეკას" ვაქცინა აჩუქა.
ამის შესახებ ავსტრიაში საქართველოს ელჩი ქეთევან ციხელაშვილი სოციალურ ქსელში წერს. ასტრაზენეკას ვაქცინა თბილისში უკვე ჩამოიტანეს.
"ახლახანს დაეშვა თბილისის აეროპორტში ვენა-თბილისის რეისი, რომელითაც ავსტრიის მიერ საქართველოსათვის საჩუქრად გადაცემული 5000 დოზა "ასტრაზენეკას" ვაქცინა ჩავიდა! დიდი მადლობა ავსტრიის მთავრობას - ჩვენს პარტნიორებს და მეგობრებს, ამ დახმარებისა და სოლიდარობისათვის! ეს მეგობრობის მნიშვნელოვანი ჟესტია, რასაც ძალიან ვაფასებთ", -...
ქუთაისის მერია "ტორპედოში" კრიზისის გადასაჭრელად კიდევ რამდენიმე კვირას ითხოვს. ინფორმაციას ქუთაისი პოსტი ავრცელებს.
ადგილობრივ თვითმმართველობაში ირწმუნებიან, რომ ახალ ინვესტორთან მოლაპარაკებები მიმდინარეობს, თუმცა, ვინ არის დაინტერესებული კლუბის შეძენით, ამაზე არ საუბრობენ.
"ეკონომიკის სამინისტროს ჩართულობით, მიმდინარეობს მოლაპარაკებები ახალ ინვესტორთან. რამდენიმე კვირაში გადაწყდება ეს საკითხი. სხვა დეტალზე ამ ეტაპზე ვერ ვისაუბრებთ", - აცხადებენ მერიაში.
ქუთაისის "ტორპედო" იტალიელი ინვესტორის წასვლის შემდეგ კვლავ ფინანსურ კრიზისში აღმოჩნდა. ფაბიო...
დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელ ამირან გამყრელიძის განცხადებით, სკოლის პედაგოგებს არ უნდა დაავალონ, არამედ უნდა მოუწოდონ, რომ ნებაყოფლობით აიცრან კოვიდ 19 -ის საწინააღმდეგო ვაქცინით.
„ამ ვაქცინების გაკეთების ვალდებულება კანონით განმტკიცებული არ იქნება, მაგრამ ტყუილად არ არის საუბარი სამოქალაქო პასუხისიმგებლობაზე, რომელიც ხანდახან ქაღალდზე დაწერილ ვალდებულებაზე უფრო მაღალია. ჩვენ უნდა გავითავისოთ, ის, რომ აცრის გარეშე პანდემიას ვერ დავამთავრებთ, ამიტომ, ყველამ ჩვენი სამოქალაქო...
შესაძლოა, მალე სიგარეტის მოწევა საკუთარ ავტომობილებშიც აკრძალონ, - პროექტი პარლამენტისთვის წარსადგენად უკვე მზად არის. დოკუმენტში დაფიქსირებულია, რომ საკუთარ მანქანაში სიგარეტის მოწევა იმ შემთხვევაში უნდა იყოს კანონდარღვევა, თუ მანქანაში არასრულწლოვანიც იქნება. ინფორმაციას რუსთავი2 ავრცელებს.
პროექტის მიხედვით, მოწევა საერთოდ იკრძალება ტაქსიში. ინიციატივის ავტორი დაავადებათა კონტროლის ცენტრის არაგადამდებ დაავადებათა დეპარტამენტის ხელმძღვანელია.
შეგახსენებთ, რომ ქვეყანაში უკვე 3 წელიწადზე მეტია თამბაქოს მოხმარება ყველა საჯარო შენობა-ნაგებობსა და...
ბლოგი
ტესტი
ვინ რას წყვეტს? – გაარჩიე უფლებამოსილებები
შეგიძლია, გაარჩიო, რომელ საკითხს წყვეტს ადგილობრივი ხელისუფლება და რომელს - ცენტრალური? - შეავსე ქვიზი და გაიგე, რამდენად კარგად ერკვევი მმართველობით სისტემებში.
დავიწყოთ!







































